მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდი. ფოტო ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრის ადგილიდან

ზუგდიდი. ფოტო ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრის ადგილიდან

Published on

 
ამ წუთებში მრავალი ათასი კაცია შეკრებილი ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე,  სადაც რამდენიმე ხანში იწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან.
შეკრების მონაწილეები პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს და  პარტიის ლიდერებს ელიან. შეკრებილები ლაპარაკობენ განსაკუთრებულ მოლოდინსა და ინტერესზე  მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ჩართვის მიმართ, რომელიც გუშინ დაანონსდა. 
ერთადერთი სიმართლე, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს წამოცდა, იყო მისი პასუხი ჟურანალისტის შეკითხვაზე, რა შანსები აქვს ,,ქართულ ოცნებას'' სამეგრელოში.ეს არის მისი სიტყვები რეგიონულ მედიაშეხვედრაზე იმის შესახებ, რომ  ,,ნაციონალურ მოძრაობას სამეგრელოში ყველაზე მეტი მხარდამჭერი  ყავს''. თუმცა, თუ გუშინდელი ბათუმური აქტიურობით ვიმსჯელებთ, ,,ქართულ ოცნებას'' არც აჭარაში აქვს საქმე უკეთესად. – განუცხადა ,,ოდიში ნიუსის'' ჟურნალისტს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. '
,,ძალიან ბევრი ხალხია –  ეს არა გავს რადარებიდან გამქრალი პარტიის მდგომარეობას.'' ,,სამეგრელო სულ სხვაა'' –  წერენ ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტორეპორტაჟებზე გაკეთებულ კომენტარებში.
,,დღეს ''ქართულ ოცნებას '' წაგებული აქვს აჭარა და სამეგრელო, გურიაზე ,იმერეთზე და კახეთზე შეშფოთებულები არიან და ფიქრობენ, რომ  იქნებ თბილისი ამოქაჩონ. .მაგრამ მინდა ვთქვა, რომ უკეთესი  სიტუაცია არის თბილისში. ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პასუხად კითხვაზე, როგორ აფასებს იგი ენმ -ს შანსებს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც   ''ფეისბუქის'' live – რეჟიმში დაუსვეს.- ''ნაციონალური მოძრაობა'' უმრავლესობით მოიგებს არჩევნებს, 
8 – ოქტომბერს ივანიშვილის ოცნება დასრულდება''.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...