მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის მოლოდინში და ხელისუფლების ომი აპარატურასთან

ზუგდიდი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის მოლოდინში და ხელისუფლების ომი აპარატურასთან

Published on

"  ზუგდიდში წინასაარჩევნო აქციას ჩავერთვები, ერთი ჩემი ძალიან ახლობელი კანდიდატის, მთლიანად ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს მხარდასაჭერად. იმედია, მეგრელები გაიმეორებენ და აჯობებენ კიდეც, დღევანდელ ფენომენალურ ბათუმურ აქტიურობას."- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის  განცხადებაში, რომელიც მან გუშინ  საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა.
საუბარია ნაციონალური მოძრაობის მიერ  დღეს  ზუგდიდის ცენტრში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაგეგმილ მრავალათასიან აქციაზე, რომელსაც, როგორც ჩანს, დაძაბული ელოდება მმართველი პარტია და როგორც პარტიის ზუგდიდის  საარჩევნო შტაბში აცხადებენ,  
აქციისთვის ხელის შეშლას ცდილობს.
დღეს   შეკრების ადგილზე  მისულმა სამართალდამცავებმა  ორგანიზატორებს აპარატურის დადგმის პროცესის შეწყვეტა მოსთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ მერიის შესაბამისი სამსახურისგან შესაბამისი ნებართვა . 
 აპარატურის დადგმისთვის ხელის შეშლის მცდელობას  სოციალურ ქსელში აფასებენ როგორც ხელისუფლების რეაქციას  მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ დაანონსებულ ჩართვაზე აქციაში ინტერნეტქსელის საშუალებით.
,,მმართველი პარტია აგონიაშია, მის პანიკურ განწყობას ამძაფრებს ამაღლებული განწყობა, რომლითაც  ხალხი რეაგირებს მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე დაბრუნდეს  საქართველოში – წერს ინტერნეტმომხმარებელი. – როგორც ჩანს, ხალხის სიმრავლემ  ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ენმ -ს ლიდერებთან და, განსაკუთრებით,  რეაქციამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე სკაიპის მეშვეობით,  გაამძაფრა ხელისუფლების მოლოდინი, რომ პრეზიდენტის  დაბრუნება საქართველოში  სავსებით რეალურია  და, ბუნებრივია, უჭირს კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ზუგდიდში აუღელვებლად ადევნოს თვალი ბათუმური აქტიურობის განმეორებას და განმეორებაზე მეტსაც. '' 
" ამ უნიათო მთავრობას ისღა დარჩენია, რომ აქციების აკრძალვის გზით იაროს, მაგრამ არაფერი გამოუვათ"- აცხადებენ ენმ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში.
 შეხვედრა დღეს 14 საათზეა დაგეგმილი, მაგრამ აქციისათვის შერჩეულ ადგილზე დილიდან ხალხმრავლობაა. 

სიახლეები

“ადამიანების მიზანში ამოღება ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას” -აშშ-ის საელჩო დაკავებულებზე პოლიციის მხრიდან ძალადობას ეხმაურება

"აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც...

ბრიტანული სანქციების დაწესების შემთხვევაში, სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია – TI

დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული...

თოვლი, ძლიერი ქარი და შტორმი -18-20 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში...

თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც 16 იანვარს დააკავეს, შიმშილობა დაიწყო - ამის შესახებ ბათუმის...