მთავარისიახლეებისაზოგადოებაშალვა ნათელაშვილი განმარტავს, რატომ ამოხტა ივანიშვილი ფეხსაცმელებიდან

შალვა ნათელაშვილი განმარტავს, რატომ ამოხტა ივანიშვილი ფეხსაცმელებიდან

Published on

“გრძნობს ვინ მოუღებს ბოლოს პოლიტიკურად და ამიტომ ამოხტა ფეხსაცმელებიდან. ისე მეგობრული რჩევა – რაც, ნაკლებს ინერვიულებს ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტიის მოსვლაზე, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის,  მაგალითად რომ, თურმე ყვარყვარე თუთაბერი, ჯავახიშვილს დაუწერია, პოლიკარპე კაკაბაძეს კიჯაყოს ხიზნები შეუქმნია. ვიზიარებ!!!”-ასეგამოეხმაურა“ლეიბორისტულიპარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც არეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, იგი ყვარყვარე თუთაბერს შეადარა… და ამ შედარებისას, ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოები,,ყვარყვარე თუთაბერი,,  ჯავახიშვილის ქმნილებად მოიხსენია…
“… იგივე რიტორიკა, იგივე დამოკიდებულება, რასაც გინდა, იტყვის, ტიპიური ყვარყვარეა, ოღონდაც არ დაგავიწყდეთ, ყვარყვარე არ არის მარტო   ეს კომიკური ტიპაჟი, რომელ როლსაც ეს [შალვა ნათელაშვილი] კარგად ასრულებს. ის, რაც რეალურად ჯავახიშვილმა ჩადო ყვარყვარეში, არ დაგვავავიწყდეს, რომ ამაში დიდი სიბოროტეცაა ჩადებული. ” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ეს შედარება ფართოდ განიხილება სოციალურ ქსელში,  თუმცა არავის უკვირს კაცისგან, რომელსაც აკაკი წერეთელი კომპოზიტორი ჰგონია, ხოლო ,,სულიკოს'' ტექსტის ავტორი ილია ჭავჭავაძე…  
,,ესეც ხომ იყო ახლო წარსულში, როცა ნიცშესთან მოპაექრე ოლიგარქი პოლიტიკურ ამბიციებთან ერთად  ლიტერატურისა და ფილოსოფიის მეტრის გვირგვინსაც წაეპოტინა'' – წერენ სოციალურ ქსელში. 
 

 

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...