მთავარისიახლეებიპოლიტიკაეუთო-ს სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შესახებ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შესახებ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

Published on

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შესახებ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კამპანიის ტონი კონფრონტაციულია, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს სდებენ ბრალს საარჩევნო პროცესში კონფრონტაციული გარემოს გამწვავებაში.
საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ 8 ივნისს, კამპანიის ღონისძიებები შეზღუდული და მცირემასშტაბიანი იყო; დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, როგორებიცაა შეტაკება კამპანიის თანამშრომლებს შორის, ასევე პარტიის ოფისების და საარჩევნო მასალების დაზიანება. 
”ჯერჯერობით ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე მეტად ცნობადი პარტიებია. მასმედიაში ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის მუდმივი სიტყვიერი დაპირისპირებები ფიქსირდება. წინასაარჩევნო პერიოდში რეგულარული ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნა არსებობს და სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვალყურს ადევნებს, თუ რამდენად არის დაკმაყოფილებული პარტიის და კამპანიის დაფინანსების რეგულაციები, ასევე ის პოტენციურ დარღვევებსაც იძიებს. ბოლოდროინდელი ცვლილებებით, ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომლებიც ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მიერ იყო გაცემული. 
მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ჯერ კიდევ სახეზეა ინციდენტები ზოგიერთ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით. საარჩევნო კოდექსში ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით უფასო საეთერო დრო შემცირდა, რომელიც კვალიფიციური სუბიექტებისთვის იყო გამოყოფილი საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებზე, რაც მთელი რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის შეშფოთების საგანი გახდა”, – ნათქვამია ანგარიშში. 
 
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ მუშაობა 30 აგვისტოს დაიწყო

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...