მთავარისიახლეებიპოლიტიკაეუთო-ს დამკვირვებლები თვლიან, რომ საარჩევნო გარემო პოლარიზებულია და მოუწოდებენ ყველა...

ეუთო-ს დამკვირვებლები თვლიან, რომ საარჩევნო გარემო პოლარიზებულია და მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება

Published on

შეჯამდა  საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ვიზიტის შედეგები – 
 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები აღნიშნავენ გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში და მოუწოდებენ ყველა მხარეს პროვოკაციების არიდებისკენ. 
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამკვირვებლები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს.
 
„მაშინ როცა შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს საარჩევნო გარემოს პოლარიზება, აღნიშნული იყო ისიც, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაძაბულობის დონე უფრო დაბალია. დელეგაციამ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია დაშინების და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი დარღვევების ფაქტებზე და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ასევე მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს“, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში. 

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...