მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის თქმით, ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები, რაც მოხდა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები, რაც მოხდა.

Published on

საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის” ინიციატივით ჩატარებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები, რაც მოხდა. ”საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში. მათ ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის და გარდაქმნების როლი, ძალიან უჭირს კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც, ასეთი კი ბევრია. როგორც არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამსახური ისევე არ გააჩნია დღესაც, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია, ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების პერიოდში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდა, შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულ ინდექსებს გადახედა და ეს რაოდენობა შეამცირა. ივანიშვილის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ გაჭირვებულია და ძალიან რთულია მათ აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა. ”თქვენ ყველაზე კარგად გესმით, მთავრობის ბრალია რომ ეს ასეა?! რა თქმა უნდა არა. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის შედეგი”, – მიმართა ივანიშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.
 
 
 

სიახლეები

კვლევების ჩასატარებლად, მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” რჩება – პენიტენციური

ოლიგარქის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კვლავ კლინიკა "ვივამედში"...

საია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საზოგადოებრივ მაუწყებელზე, "მოამბის" წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წამყვანობიდან ჩახსნას ეხმაურება და აღნიშნავს,...

“ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება” – პრეზიდენტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე

"ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოამბის...

“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი წერს რომ, მას დღეიდან 18:00-საათიანი "მოამბე" აღარ მიჰყავს. ის არხის...