მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგი კაპანაძე - გადაწყვეტილების მთავარი მიმღები პირი იყო, არის და რჩება ბიძინა...

სერგი კაპანაძე – გადაწყვეტილების მთავარი მიმღები პირი იყო, არის და რჩება ბიძინა ივანიშვილი

Published on

ამ წერილით გამოჩნდა ის, რაც ჩვენ აქამდე ყოველთვის ვიცოდით. კერძოდ, ის რომ არაფორმალური მმართველი და გადაწყვეტილების მთავარი მიმღები პირი ქვეყანაში იყო, არის და რჩება ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ პრემიერისა და მოქმედი პრემიერებისადმი – გიორგი კვირიკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილი წერილის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. კაპანაძის თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი ამოცანაა, არა შიდა დისკუსიებში შესვლა და გარკვევა, ვინ იყო მართალი უსუფაშვილსა და ივანიშვილს შორის, არამედ, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.„ამ წერილით გამოჩნდა ის, რაც ჩვენ აქამდე ყოველთვის ვიცოდით. კერძოდ, ის, რომ არაფორმალური მმართველი და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი ქვეყანაში იყო, არის და რჩება ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველამ კარგად იცოდა, მათ შორის, „რესპუბლიკელებმაც“ და სამწუხაროდ, ხელს აფარებდნენ. სხვაგვარად ცდილობდნენ წარმოეჩინათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა არის არა ამ რაღაც შიდა დისკუსიებში შესვლა და გარკვევა, ვინ იყო მართალი უსუფაშვილსა და იავნიშვილს შორის მიმოწერაში, არამედ, ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ამ ძალიან მანკიერი, არაფორმალური მმართველობის სისტემის მალე დასრულება. ეს მოხდება 8 ოქტომბერს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სიახლეები

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას...

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...