მთავარისიახლეებისამართალიქუთაისში მიმდინარეობს გიორგი კაჭარავასა და ზურაბ ჭილაძის სასამრთლო პროცესი, სადაცმათთვის აღმკვეთის...

ქუთაისში მიმდინარეობს გიორგი კაჭარავასა და ზურაბ ჭილაძის სასამრთლო პროცესი, სადაცმათთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

Published on

 
ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალაა ამოღებული, – ამის შესახებ ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსისა და ამავე პოლიციის გამომძიებლის მიმართ წაყენებული ბრალდების საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც ბრალდებულ გიორგი კაჭარავასთვის და ზურაბ ჭელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაკავებისას სამართალდამცველებმა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. მათ შორის ე.წ. კალაშნიკოვები, ხელყუმბარები და ქარხნული წესით წარმოებული ვაზნები. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ გიორგი კაჭარავას ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი ამოიღო და ასევე უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი სტეჩკინი ამოიღო.ამ წუთებში ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავასა და  მასთან ერთად დაკავებული ზურაბ ჭილაძის სასმართლო პროცესი მიმდინარეობს,სადაც მათთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......