მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში გამართული აქციის მონაწილეები მეგრული და სვანური ენებისათვის რეგიონული ენების სტატუსის...

ზუგდიდში გამართული აქციის მონაწილეები მეგრული და სვანური ენებისათვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

Published on

დღეს ზუგდიდში გაიმართა აქცია ლაზური, მეგრული და სვანური ენებისათვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭებისა და  საქართველოს პარლამენტის მიერ რეგიონალური  და უმცირესობათა ენების შესახებ  ევროპული ქარტიის რატიფიკაციის მოთხოვნით.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები გაახმოვანეს განათლების ცენტრ „კოლხიდას“ ( ორგანიზაციამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა 2015 წელს)ყოფილმა ხელმძღვანელმა იური ღვინჯილიამ და შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარემ  ედემ იზორიამ.
მატ სეკრებილებს გააცნეს საქართველოს პარლამენტის,პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის,პრემიერ მინისტრის,ევროპის რეგიონთა კომიტეტის მიმართ მიმართვის ტექსტი, რომლის ხელმომწერები მოითხოვენ ამ ენების დაცვას ასიმილაციის საშიშრობისაგან და  სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსწორევისათვის. მათი თქმით, საქართველოს მთავრობის შიშები, რომ მეგრული და სვანური ენებისათვის რეგიონული სტატუსის მინიჭება გააღვივებს რეგიონულ სეპრატიზმს უსაფძვლოა.
იური ღვინჯილია ამბობს, რომ  სახელმწიფო  ამ ენების შენარჩუნება-განვითარებისათვის აღებული თავისი  პასუხისმგებლობის იგნორირებას ახდენს.
ედემ იზორიას გამოთქვამს წუხილს, რომ  ,,დღეს ახალგაზრდა თაობა თითქმის არ საუბრობს მეგრულ ენაზე და ის თანდათან დავიწყებას ეძლევა , ამიტომ, აუცილებელია მთავრობამ იმუშაოს ამ ენების გადარჩენის კუთხით, რადგან ის ქართველი ერის სიმდიდრეა'' 
აქციის ორგანიზატორების განცხადებით იგეგმება ამ საკითხზე  საერთაშორისო თანამეგობრობისადმი  მიმართვის შემუშავებაც.
 
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...