მთავარისიახლეებისაზოგადოებაგრაკლიანის გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოჩნდა

გრაკლიანის გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოჩნდა

Published on

 
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომელიც ძვ. წ. XI-X საუკუნეებით თარიღდება. 
თსუ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინორმაციის ტანახმად, ინფორმაციით, გრაკლიანში საველე სამუშაოების წარმოებისას მ ტაძარში, სადაც ჯერ კიდევ უცნობი დამწერლობის ნიმუშებია შემორჩენილი, უშუალოდ ცენტრალური წარწერის წინ, აღმოჩნდა თიხის კონსტრუქცია, რომელსაც ვერძის თავის სკულპტურული გამოსახულება აგვირგვინებს, ხოლო მისი ძირითადი ნაწილი უკავია გეომეტრიული სახის მქონე თიხაზე ამოკვეთილ გამოსახულებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის ვარაუდით ეს შეიძლება იყოს დეკორის ნაწილი ან მაგიური დანიშნულების სტელა.
ექსპედიციის ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იგი საკულტო დანიშნულებისაა, რადგან ტაძრის ცენტრალურ ნაწილში საკურთხევლის წინ იყო აღმართული.
,,ძვ.წ. XI-X საუკუნის პერიოდის ნებისმიერი აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კონკრეტულად საქმე გვაქვს ორ სხვადასხვა დამწერლობასთან, რომელიც აღმოაჩინეს 2015-ში. ახლა კი საუბარია, სრულიად ახალი ტიპის ხელოვნების ნიმუშთან. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კონტექსტში და რომ ჩვენი ალმა მატერი და წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში მსოფლიო კლასს ინარჩუნებს,’’ – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
თვალთვაძის თქმით, ,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით თსუ სტუდენტებთან ერთად უკვე მეცხრე წელია მიმდინარეობს ექსპედიცია.
”დღეს განსაკუთრებით გახარებულები ვართ იმიტომ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა დაფიქსირდა და იმედი გვაქვს, კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის გრაკლიანი გორა ჩვენი მეცნიერებისათვის’’, – განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.
თსუ-ს პროფესორ ვახტანგ ლიჩელის აზრით, ეს აღმოჩენა არის კიდევ ერთი მოულოდნელობა, რომელიც გრაკლიანი გორამ შემოგვთავაზა.
”საზოგადოებისათვის უკვე კარგად ნაცნობ წარწერებიან ტაძარში ცენტრარულ ტაძართან აღმოჩნდა საკმაოდ უცნაური, პირობითად რომ ვუწოდოთ სტელა. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საკულტო მაგიური დანიშნულების კიდევ ერთ გამოსახულებასთან, რომელსაც ღრმა შინაარსი უნდა ქონდეს’’, – განაცხადა ლიჩელმა.
გრაკლიანზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს მხარს უჭერს და აფინანსებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი) თსუ არქეოლოგებმა გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2015 წელს გრაკლიან გორაზე აღმოჩნდა წარწერა, რომელმაც, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის პოსტამენტზე გაკეთებული აქამდე უცნობი დამწერლობით შესრულებული წარწერა მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიამ ძვ. წ. XI-X საუკუნეებით დაათარიღა. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარი ცივილიზაციების ელიტაში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...