მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენ ყველგან გვესმის, რომ აშინებენ ხალხს“- სანდრა რულოვსი ხელისუფლებას ამომრჩევლის ზეწოლაში ადანაშაულებს(video)

„ჩვენ ყველგან გვესმის, რომ აშინებენ ხალხს“- სანდრა რულოვსი ხელისუფლებას ამომრჩევლის ზეწოლაში ადანაშაულებს(video)

Published on

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის ზეწოლაზე საუბრობს. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩატარდება საარჩევნო პროცესი.ჩვენ ყველგან გვესმის, რომ აშინებენ ხალხს, წაგართმევთ დის ან ძმის სამსახურს, ჩამოგართმევთ პირადობას,  ეტყობა ეშინიათ წაგების. ასეთი მეთოდები მიუღებელია ყველანაირად, ჩვენ შეიძლება 80 % ხალხის მხარდაჭერა გვქონდეს, მაგრამ თუ ვერ გამოხატავენ, თუ დააშინეს და ვერ წავლენ უბანზე მაშინ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ გვინდა ყველაფერი მშვიდად იყოს, ხალხმა მშვიდად და წყნარად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუ ყველა მყარად იდგება, მაშინ იქნება დემოკრატიული არჩევნები. თუ არადა მივიღებთ იმას, რასაც მივიღებთ, ოლიგარქის ნაკარნახევი ფულით მივიღებთ იმას, რასაც 4 წელია ვუყურებთ  და არ შეიცვლება არაფერი სამწუხაროდ“- განაცხადა სანდრა რულოვსმა ახალკახათში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

სიახლეები

უკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

პირველად რუსეთუკრაინის ომის განმავლობაში, უკრაინამ ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალა. და ეს მაშინ, როცა...

ირანში სამხედრო მოქმედებებს ისრაელი მინიმუმ, სამი კვირით გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის თქმით, ისრაელი ირანში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას, სულ მცირე, სამი კვირით გეგმავს. "წინ ათასობით...

16 მარტის ამინდი საქართველოში, ქალაქების მიხედვით

16 მარტს, საქართველოს უმეტეს რეგიონებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზოგან თოვლს, მაღალ მთაში კი...

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელის...