მთავარისიახლეებიპოლიტიკაედიშერ თოლორაიამ სასწავლო წლის დაწყება ინგირის N1 და N2 საჯარო სკოლის პედაგოგიურ...

ედიშერ თოლორაიამ სასწავლო წლის დაწყება ინგირის N1 და N2 საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსა და მოსწავლეებს მიულოცა

Published on

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სოფელ ინგირის N1 და N2 საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსა და მოსწავლეებს. "გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში,რადგან თქვენთვის დღეს ყველაზე განსაკუთრებული დღეა. თქვენ პირველად შეაბიჯეთ იმ დიდ და საოცარ სამყაროში, რასაც სკოლის კედლები ჰქვია. გისურვებთ, მიგეღოთ საუკეთესო ცოდნა და გქონდეთ ცხოვრების ულამაზესი წლები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღევანდელი საზეიმო და ამაღლებული განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგყვეთ. ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლო და ამაღელვებელია დღეს თქვენთან ყოფნა, რადგან წლების წინ მეც ეს სკოლა მაქვს დამთავრებული."- განაცხადა ედიშერ თოლორაიამ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...