მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,განცხადებების ომი'' ირაკლი ჩიქოვანსა და მერაბ ქვარაიას შორის

,,განცხადებების ომი” ირაკლი ჩიქოვანსა და მერაბ ქვარაიას შორის

Published on

ბოლო დღეებში დაიძაბა  ურთიერთობები  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ირაკლი ჩიქოვანსა ( ,,თავისუფალი დემოკრატები'') და მერაბ ქვარაიას ( ,,ქართული ოცნება'')  შორის.
7 სექტემბერს ირაკლი ჩიქოვანმა გამართა ბრიფინგი, რაც უკავშირდებოდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსური სახსრების არარაციონალურად გამოყენებას. კონკრეტულად, „ირაკლი ალსანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა აღმაშენებლის N87 -ში მცხოვრები ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და იმ ფინანსურ შესაძლებლობებზე, რითაც შესაძლებელი იყო, მისი სწორი დაგეგმვის შემთხვევაში რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ფართის გარემონტება.
აღნიშნულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ე.წ „პრესოვკა – მახრაძის“ (67.01.03) ოლქის მაჟორიტარი წევრი მერაბ ქვარაია ორი წლის განმავლობაში არასდროს დაინტერესებულა  აღმაშენებლის N87-ში მცხოვრებთა პრობლემებით, რომელთა საცხოვრებელი პირობების გაუარესება სტიქიურმა მოვლენებმა გამოიწვია.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ დღეს უკვე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ ირაკლი ჩიქოვანი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
 
,, მერაბ ქვარაიას თავად   აქვს ბოდიში მოსახდელი მოსახლეობის წინაშე, რომელიც ორი წლის განმავლობაში უყურადღებოდ  ჰყავდა დატოვებული   და ასევე იმ ხალხის წინაშე, ვინც სიცრუეში დაადანაშაულა, როდესაც ამ ადამიანებმა განაცხადეს, რომ მათთან არავინ არ მისულა''-ნათქვამია ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის დღევანდელ განცხადებაში, რომელშიც აქცენტირებულია მერიის მხრიდან კანონდარღვევები   სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას უმოქმედობა.
,,საკრებულოსგან მიღებული ინფორმაციითაც დასტურდება, რომ  მას არამარტო აღმაშენებლის ქუჩაზე, არამედ ე.წ "პრესოვკა-მახარაძის" ოლქის არცერთ ქუჩაზე არ გაუმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული შეხვედრები მოსახლეობასთან. პ ნატქვამია განცხადებაში. რაც შეეხება ჩვენ მიერ გამოვლენილ დარღვევებს, 15 წლის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულება საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოწონებულ იქნა და მერაბ ქვარაიამ მერიის მუშაობა დადებითად შეფასდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მერაბ ქვარაის არაკომპეტენტურობას და მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას.  ის აღნიშნულით ადასტურებს მის დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს, რადგან საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა და არა მერიის ინტერესების გათვალისწინება.  ასევე საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მერაბ ქვარაია არ ასრულებდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრას, მათი პრობლემების ინვენტარიზაციას და გადაჭრის გზების ძიებას. დიახ, მერაბ ქვარაი მთელი ორი წლის განმავლობაში არასდროს არ მისულა აღმაშენებლის N87-ში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლებთან, რომელიც, გარდა იქ მცხოვრები პირების ნაამბობიდან ასევე, საკრებულოსგან მიღებული ინფორმაციითაც დასტურდება.   მას  არამარტო აღმაშენებლის ქუჩაზე, არამედ ე.წ „პრესოვკა-მახარაძის“ ოლქის არცერთ ქუჩაზე არ გაუმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  88-ე მუხლით გათვალისწინებული შეხვედრები  მოსახლეობასთან.
 რაც შეეხება დარღვევებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში  და მერაბ ქვარაიას  უმოქმედობას, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ  2015 წლის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულება საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოწონებულ იქნა და მერაბ ქვარაიამ მერიის მუშაობა დადებითად შეფასდა. ეს მოწმობს მერაბ ქვარაის არაკომპეტენტურობას და მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას.  ის აღნიშნულით ადასტურებს მისი დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს, რადგან საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა და არა მერიის ინტერესების გათვალისწინება.''- აცხადებს .,,თავისუფალი დემოკრატების''ზუგდიდის საარჩევნო შტაბი. 
 
მერაბ ქვარაიას მიმართ  "თავისუფალი დემოკრატების" ბრალდებებს "ქართული ოცნების" შტაბში უსაფუძვლოს და აკვიატებულ აზრს უწოდებენ. ,,თუ ამ ფაქტების დამადასტურებელი  დოკუმენტები არსებობს, ბრალდების ავტორებმა  უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს. , – აცხადებენ შტაბსი, მიუხედავად იმისა, რომ ტავისუფალი დემოკრატების  განცხადებაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ მზად არიან მათ ხელთ არსებული კონკრეტული ფაქტები და დამადასტურებელი დოკუმენტები სახელმწიფო აუდისტის სამსახურს გადასცენ. 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...