მთავარისიახლეებიპოლიტიკამმართველი პარტია ოპონენტების ბანერებს ებრძვის

მმართველი პარტია ოპონენტების ბანერებს ებრძვის

Published on

ბათუმში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი ბათუმში სარჩევნო ბანერის განთავსების მიზანმიმართულ ხელისშეშლაზე საუბრობს.
სამართალდამცავებსა და ადგილობრივ ხელისუფლების მოქმედებებს აკრიტიკებს და პრემიერ-მინისტრს მომხდარით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს, არასამთავრობოებს და ვთხოვ, დაუყოვნებლივ გაერკვნენ ამ საკითხში იმიტომ, რომ ამ აღვირახსნილობამ ლამისაა, უკვე ყველა წაგვლეკოს. მივმართავ აგრეთვე პრემიერ კვირიკაშვილს, რომელიც დღედაღამ თავს იწონებს წინასაარჩევნოდ დემოკრატიული გარემოთი. იქნებ მოიღოთ, ბატონო, წყალობა და დაინტერესდეთ იმით, რა ხდება ჩვენს თავს, რა დღეში არიან თქვენი რეალური ოპონენტები,“ – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების ბანერებს ებრძვის – ბანერთან დაკავშირებით ინცინდენტი მოხდა გლდანშიც, იქ ენმ კანდიდატის საარჩევნო პლაკატი ჩამოხიეს.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...