მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე თვითონა ვარ ,,,ქართული ოცნება'' - თემურ ჭკუასელმა თავისი კანდიდატურა...

,,მე თვითონა ვარ ,,,ქართული ოცნება” – თემურ ჭკუასელმა თავისი კანდიდატურა მოიხსნა

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, 
 არაოფიციალური ინფორმაციით, თემურ ჭკუასელი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება, ხოლო მაჟორიტარად   მის ნაცვლად ნინო წილოსანს წარადგენენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 
ეს ყველაფერი  ერთი შეხედვით მოულოდნელობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ,,ქართულ ოცნებაში'' კანდიდატების ცვლა  ისე გახშირდა, ეს არავის უკვირს. ,,მოკტა? არადა გუშინ ცოცხალი იყო'' – . ხუმრობენ  გურიაში   ჭკუასელის ჩანაცვლებაზე . მით უფრო რომ  სულ ორიოდ დღის წინ მისცა ინტერვიუ ,,გურია ნიუსს'' და კანდიდატურის მომხსნელისა არაფერი ეტყობოდა. 
 
_ "ქართულ ოცნება" თუ ისე იმუშავებს, როგორც საჭიროა, ამ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ. თუმცა, გარშემო არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ, იმას, რასაც მე არასდროს ვიკადრებ _ ცოტა ხნის წინ დაწერეს, რომ თითქოს, ლანჩხუთში შეხვედრისას პომიდვრები მესროლეს… მე ნებისმიერ შეურაცხყოფას გავუძლებ, რადგან თმენის მოვალეობა მაქვს, მაგრამ ასეთი განცხადებებით ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას_ როგორ წარმოგიდგენიათ, გურიაში სტუმარს ესროლონ პომიდორი?! აქ საუბარი არაა თემურ ჭკუასელზე…
 
_ კვერცხები ესროლესო, რომ ეთქვათ, ალბათ, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თქვენ განცხადებას თუ გავიხსენებთ, ჩოხატაურს რომ კვერცხების რაოდენობის გაზრდას პირდებოდით… მაშინ ისიც თქვით, ლანჩხუთს საკმარისი აქვსო და ახლა რა ხდება, როცა ლანჩხუთელების გულის მოგებასაც აპირებთ?
 
_ ლანჩხუთელებმა და ჩოხატაურელებმა, ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც ეს მოისმინა, იციან, რომ იუმორით ვთქვით. რაც შეეხება დანარჩენს, პასუხისმგებლობა იზრდება _ ჩოხატაურელ ამომრჩეველთან სხვა რამეზე მიწევს საუბარი, ლანჩხუთელებთან _ სხვაზე. ადვილად, გასაგებად და პრაგმატულად მინდა შევხედოთ სიტუაციას _ კონკურენტებსაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ჩვენი საარჩევნო ოლქისთვის კი, რა თქმა უნდა უკეთესი იქნება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყოს მაჟორიტარი დეპუტატი.
მე მოვდივარ გაკეთებული საქმეებით: აშენებული ქარხნით, სამი სკოლით, თეატრით, გრეიდერით, ბულდოზერით, ამწე კალათით _ ეს ყველაფერი, რაც ჩოხატაურს აქვს, ჩემი გაკეთებულია.
 
_ თუ ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ, ადგილობრივი ხელისუფლება რას აკეთებდა?
 
_ ადგილობრივი ხელისუფლება ადგილებზე ახორციელებდა პროექტებს იმ თანხებით, რასაც აგზავნიდა ცენტრალური ხელისუფლება და "ქართული ოცნება". ჩოხატაურში გაკეთებული საქმეები შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ _ ერთი "ქართული ოცნების" და მეორე _ პირადად თემურ ჭკუასელის გაკეთებული. თუმცა, მე ვაერთიანებ ამას, რადგან მე თვითონ ვარ "ქართული ოცნება" .

 

სიახლეები

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას. საყოველთაო...

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...