მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

Published on

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს ის ქალაქ ზუგდიდში, საჯვაროს უბნის, ლაზის და მესხიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ლაზის ქუჩაზე დეპუტატობის კანდიდატს ხალხმრავალი შეხვედრა მოუწყვეს. ირაკლი ჩიქოვანმა შეკრებილებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი პუნქტები გააცნო, ასევე ესაუბრა ქალაქ ზუგდიდის განითარების მისეულ ხედვებზე. „ყველაზე მთავარი რაც მინდა რომ გაკეთდეს და რასაც აუცილებლად განვახორციელებ – ზუგდიდში უნდა შეიქმნას მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც ახალბედა მეწარმეებს და ადგილობრივებს დაეხმარება  კონკრეტული ბიზნესიდეა საქმედ აქციონ. ასევე უმნიშვნელოვანესია რეგიონში ტურიზმის, მათ შორის რელიგიური ტურიზმის განვითარება. ზუგდიდს აქვს ამის პოტენციალი და ამ იდეის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს და ღვთისმშობლის კვართს. ამიტომაც ვაპირებ მივმართო იუნესკოს დადიანების სასახლეს, ბოტანიკურ ბაღს და ღვთისმშობლის კვართს მიენიჭოს მსოფლიო მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი, ზუგდიდი აუცილებლად უნდა გახდეს ტურისტული ჰაბი! ამასთან, თითოეული დაპირება რასაც ჩვენ გავცემთ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუნდაც 300 ლარიანი პენსია, საარსებო მინიმუმი, რომელიც უნდა განისაზღვროს 250 ლარით, მინიმალური ხელფასი 500 ლარი და რაც ყველაზე მთავარია და რომელიც ყველაზე მეტი სიმწვავით დგას თითქმის თითოეული აქ მყოფის ოჯახში – ეს საბანკო სესხებია. „თავისუფალი დემოკრატებს“ გვაქვს ასეთი გეგმა, რომ არ უნდა დაიბეგოს ბანკის პროცენტი და თქვენ ამით დაზოგავთ 1200 ლარს. ეს ჩვენი პარტიის მთავარი შეთავაზებაა ამომრჩევლის მიმართ“ – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.შეხვედრების მიმდინარეობისას დეპუტატობის კანდიდატმა ადგილზე მოისმინა ადგილობრივების პრობლემების შესახებ და მათ კითხვებსაც უპასუხა.
 

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....