მთავარისიახლეებიმსოფლიოსკანდალი ჰანჯოუს აეროპორტში – ჩინური მხარის გულმავიწყობა თუ აშშ პრეზიდენტის ...

სკანდალი ჰანჯოუს აეროპორტში – ჩინური მხარის გულმავიწყობა თუ აშშ პრეზიდენტის მიმართ დემონსტრირებული უპატივცემლობა?

Published on

ჩინეთში ,,დიდი ოცეულის’’ სამიტზე მონაწილეობისათვის ჩასულ ამერიკის პრეზიდენტს ჰანჯოუს აეროპორტში პროტოკოლის დარღვევით დახვდნენ. ჩინურმა მხარემ არ მიაყენა (,,დაავიწყდა'') მის თვითმფრინავს წითელი ხალიჩით მოფენილი ტრაპი, რის გამოც ობამა იძულებული გახდა მიწაზე ჩამოსულიყო თვითმფრინავის კუდთან მიყენებული  სათადარიგო ტრაპით,და წითელი ხალიჩის დაგება ამჯერადაც ,,დაავიწყდათ''.

არანაკლებ  სკანდალური აღმოჩნდა ჟურნალისტებთან დაკავშირებული ამბავიც – ჩინეთში ობამასთან ერთად ჩასული რეპორტიორები შეჯგუფდნენ საპრეზიდენტო ლაინერის  ფრთის ქვეშ  უსაფრთხოების სამსახურის მიერ საამისოდ ლურჯი ლენტით შემოსაზღვრულ ზონაში, საიდანაც იღებდნენ ტრაპზე ობამას ჩამოსვლის კადრებს. მოულოდნელად მათთან მივიდა ჩინელი ჩინოვნიკი და ამ ადგილის დაუყოვნებლივ დატოვება და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა.    ჟურნალისტებმა ამაზე უარი გნაცხადეს იმ მოტივით, რომ ეს დაარღვევდა   აშშ– ში არსებულ ტრადიციას, რომლის თანახმად ამერიკელი ჟურნალისტები   უცილობლად ახლავან თან ან ადგილზე ხვდებიან სხვა ქვეყნებში ჩასულ თავიანთ ლიდერებს მათი ვიზიტების გასაშუქებლად.

ამას მოყვა შელაპარაკება პრეზიდენტის დელეგაციის წარმომდგენელსა  და დახვედრის ცერემონილის მომწყობი ჯგუფის ხელმძღვანელს შორის,  რომელმაც სცადა განემარტა ჩინელი ჩინოვნიკისთვის, რომ აშშ  პრეზიდენტი თავად განსაზღვრავს პრესასთან  ურთიერთობის წესებს , რაზეც მიიღო  პასუხი:  ,,ეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი აეროპორტია და  აქ სხვა წესები მოქმედებს''.

 
საქმე უფრო შორსაც წავიდა –   ჩინეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა  გზა გადაუღობეს აშშ პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სიუზან რეისს და პრეზიდენტის თანაშემწეს ბენ როუდს, როცა მათ პრეზიდენტთან მიახლოება დააპირეს და ამისათვის უსაფრთხოების ზონის აღმნიშვნელი ლურჯი ლენტის აწევა სცადეს. ,,მსგავს რამეს ნამდვილად არ მოველოდით'' – გაკვირვება გამოთქვა სიუზან რეისმა მოგვიანებით გაკეთებულ კომენტარებში. 
 
გაუგებრობით, აშს პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე გადაჭარბებული ზრუნვით   გამოწვეული თუ შეფარული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების დემონსტრირებისათვის  პროვოცირებული ეს უხერხული სიტუაცია მალევე განიმუხტა, თუმცა მედიაში აგორებული  სკანდალი ჯერაც არ ჩამცხრალა.
 
ჰანჯოუს აეროპორტში მომხდართან  დაკავშირებით კომენტარები გააკეთა თავად პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც . წითელხალიჩიან ტრაპთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ არ ღირს აეროპორტში მომხდარი ინცინდენტის გაზვიადება, რადგან ის არ ლაპარაკობს რაიმე პრობლემის არსებობაზე ამერიკასა და ჩინეთს შორის.  მაგრამ ამასთან  ხაზი გაუსვა, რომ  თეთრი სახლი არ აპირებს ბოდიში მოიხადოს ჟურნალისტებისათვის, რომელთაც წინააღმდეგობის მიუხედავად, სცადეს  გზა გაეკვლიათ მისკენ და  გაეგრძელებინათ თავიანთი მოვალეობის შესრულება.  მან განაცხადა,  რომ აშშ – სა და ჩინეთს ამ საკითხზე განსხვავებული ხედვა აქვთ.   ,, ჩვენ ვფიქრობთ, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ჩვენი საქმიანობის გაშუქებაზე და კითხვების დასმისა და პასუხის მიღების შესაძლებლობა.  აშშ არ ტოვებს შინ თავის იდეალებსა და ფასეულობებს სხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროსაც’’ – მოჰყავს პრეზიდენტის ციტატა  Associated Press – ს.
 

 

 
 
 
 
 

სიახლეები

შსს-ს თანამშრომელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი სუიციდზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა...

ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან...

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...