მთავარისიახლეებიეკონომიკანიშნავს თუ არა ლენტის გაჭრა, რომ საქართველოს სასტუმროების თითქმის ნახევარი ”ქართული ოცნების”...

ნიშნავს თუ არა ლენტის გაჭრა, რომ საქართველოს სასტუმროების თითქმის ნახევარი ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა?

Published on

მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი სწორედ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა.
 
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი დაზუსტება გააკეთა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. მისი მონაცემებით, 2015 წელს 172 ახალი სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში. დღეს საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 1225 სასტუმროა. 
 
”შესაბამისად, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში. ამ მონაცემებში ჩვენ არ შეგვყავს 2012 წელს ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობა. საერთო ჯამში, 3 წელიწადში საქართველოს მასშტაბით 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში, რაც 58%-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობას. მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი შეიქმნა სწორედ ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში და ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელიც მოჰყვა ჩვენს შრომას, რამაც შექმნა განსაკუთრებული საინვესტიციო პირობები და ის შესაძლებლობები, რომ ადამიანებს და კომპანიებს განეხორციელებინა თავისი ინვესტიციები”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
 

სიახლეები

ტრამპი 90 დღით, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამას აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის...

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა და პირადად მოისმინა პოლიციის მხრიდან განხორციელებული “შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები”-ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი,...

დავა მორიგ შვეიცარიულ ბანკთან -ოლიგარქის ადვოკატის განცხადება

ოლიგარქის მორიგ დავასთან დაკავშირებით, რომელსაც ის კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან - Julius Baer-თან იწყებს,...

“ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას” – ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება...