მთავარისიახლეებიპოლიტიკავახუშტი ფარცვანია პრემიერ-მინისტრს: „ამომრჩევლები ერთხმად ირწმუნებიან, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ“

ვახუშტი ფარცვანია პრემიერ-მინისტრს: „ამომრჩევლები ერთხმად ირწმუნებიან, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ“

Published on

ზუგდიდის რაიონის გამგებლობის ყოფილი  კანდიდატი ვახუშტი ფარცვანია ფეისბუკის გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას ავრცელებს. ფარცვანია აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობის სახელით წერს და სოფელში არსებულპრობლემებზე საუბრობს.“ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ს. აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობის სახელით! უკვე საბოლოოდ იმედგაცრუებულები, მერამდენედ გულგატეხილ-მოტყუებულნი და შეურაცხყოფილები გწერთ მესამე წერილს ჯერ კიდევ თქვენი პერსონისადმი ნდობით გამსჭვალულნი! 
ჩვენი წინა წერილებისადმი თქვენი მხრიდან მყისიერი რეაგირების მიუხედავად, ჩვენი გზების რეაბილიტაციის საკითხი დღემდე ღიად და გაურკვევლად დარჩა! ადრე შეიძლებოდა დაფინანსების მოძიება, ახლა კი, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მსგავსი ქმედება კანონით იკრძალებაო და ამომრჩევლების მოსყიდვაში ჩაგვეთვლებაო გვეუბნებიან, რაც, სინამდვილეში, ამ საკითხის მოგვარების დროში გაწელვით იყო განპირობებული. ცნობისთვის: ამ ჯერზე საკითხი დგას იმ გზის მონაკვეთზე, რომლის პროექტი გაკეთებულია და დამტკიცებულიც! ამ გაურკვევლობამ ჩვენი სოფლების მოსახლეობაში სიტუაცია ისე დაძაბა, რომ ამ ჯერზე ქართულ ოცნებას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს! უფრო მეტიც, ამომრჩევლები ერთხმად ირწმუნებიან, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, მანამდე კი პერმანენტულად აქციებს გამართავენ და ცენტრალური საავტომობილო გზების გადაკეტვას დაიწყებენ, რაც ძალიან გვაწუხებს და ძაბავს ვითარებას! ვითარება ჩიხშია შესული და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ვითარების განმუხტვა! ბ-ნო პრემიერო, ერთადერთი გამოსავალია როგორმე გამონახოთ დრო და ინფრასტრუქტურის მინსტრთან ერთად გრანდიოზული შეხვედრა მოაწყოთ ჩვენი სოფლების მოსახლეობასთან, დადოთ მყარი გარანტია, რომ ამ პრობლემებს მოგვიგვარებთ. თქვენ ამით დიდ პატივისცემას გამოხატავთ ისტორიული სოფლების მოსახლეობის წინაშე და უდიდეს მხარდაჭერასაც მოიპოვებთ! 
გულითადად გვინდა თქვენი მხარდაჭერა და ოცნების გამარჯვება! უმორჩილესად გთხოვთ პირად კონტროლზე აიყვანოთ ჩვენი გასაჭირი და წერტილი დაუსვათ ჩვენს შეურაცხყოფილ მოცემულობას!!!“- წერს ვახუშტი ფარცვანია
 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...