მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში 90-იანი წლებიდან 2000-მდე პირია გაუჩინარებული

საქართველოში 90-იანი წლებიდან 2000-მდე პირია გაუჩინარებული

Published on

საქართველოში 2000-მდე პირია გაუჩინარებული 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ .  უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება  1500-მდე ეთნიკური ქართველი, 200-მდე ეთნიკური აფხაზი, 100-მდე ეთნიკურად ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ 35 ქართველი და  6 ოსი. 
ეს პრობლემა დგას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც მიმდინარეობს ომები და  პოლიტიკური ოპონენტების დევნა.  სწორედ ამ პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, 2006 წელს ხელი მოეწერა გაერო-ს კონვენციას „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც იძულებითი გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა. სწორედ ამ დროიდან აღინიშნება მსოფლიოში     იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე – 30 აგვისტო.  
 საქართველოს სახალხო დამცველი ს ააპარატი ავრცელებს ომბუდსმენის განცხადებას, რომელშიც იგი უსამძიმრებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და საუბრობს  თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობაზე, რის შედეგადაც 2013-2015 წლებში გაიხსნა აფხაზეთში არსებული რამდენიმე სამარხი, მოხდა პირთა იდენტიფიცირება და ცხედრების გადმოსვენება. 
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ თანამშრომლობა გაუჩინარებულ პირთა მოძიებისა და ოჯახების დახმარების მიზნით. მნიშვნელოვანია, ასევე დროულად იქნას გამოძიებულ 2008 წლის ომის დროს გაუჩინარებულ პირთა საქმეებიც, რომლის თაობაზეც სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წელს პირველად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე. ეს რეკომენდაცია 2014 და 2015 წლებში დადგენილებით გაიზიარა საქართველოს პარლამენტმაც. მიუხედავად ამისა, კონვენციის რატიფიცირების პროცესი დღემდე არ დაწყებულა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება იქნება საქართველოს მხრიდან ამ დანაშაულთან საბრძოლველად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...