მთავარისიახლეებიმსოფლიო,,მარსი'' ჰავაიზე - ნასამ ექსპერიმენტი დაასრულა

,,მარსი” ჰავაიზე – ნასამ ექსპერიმენტი დაასრულა

Published on

„ბიბისი“-ს ცნობით, ნასამ დაასრულა ექსპერიმენტი, რომლის არსი   „მარსზე ცხოვრების“ იმიტაცია და  იმის გაგება იყო, რას გრძნობს ადამიანი მსგავს პირობებში.
 მარსის პირობების მოდელირება ჰავაის კუნძულებზე მოხდა, მძინარე ვულკანის პირას, მაუნა-ლოას ფერდობზე.   ადგილი შერჩეულ იქნა იმ ნიშნით, რომ რამდენადმე წააგავს წითელი პლანეტის ლანდშაფტს, ნიადაგს, აქ ყველაფერი გადამწვარია და მცენარე არ ხარობს.ექსპერიმენტისთვის სპეციალურად აიგო გუმბათის ფორმის  დახურული კომპლექსი    –  ვიწრო ნაგებობა, სადაც ექსპერიმენტის მონაწილეები გარესამყაროსგან აბსოლუტურ იზოლაციაში, პირადი სივრცის გარეშე ცხოვრობდნენ.
ექსპერიმენტში 6 ადამიანი მონაწილეობდა-  ფრანგი ასტრობიოლოგი, გერმანელი ფიზიკოსი და ოთხი ამერიკელი – მფრინავი, არქიტექტორი, ჟურნალისტი და აგრონომი, ,,საერთაშორისო ეკიპაჟს'' ქალი მეთაურობდა, კარმელ ჯონსონი, ნიადაგმცოდნე და ეკოლოგი მონტანას შტატიდან.  
 ისინი  ერთ წლის მანძილზე  ცხოვრობდნენ იმ პირობებში,  რაც მარსზე წასულ ასტრონავტებს მოუწევთ,   კერძოდ,     მოკლებული იყვნენ სუფთა ჰაერს, ძირითადად კონსერვებით იკვებებოდნენ,  გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ  სკაფანდრების გარეშე. 
 სიმულაცია ნასამ ჰავაის უნივერსიტეტის  მხარდაჭერით ჩაატარა. ორგანიზატორთა თქმით, პროექტის მიზანია მარსზე ადამიანის პირველი გაფრენის მომზადება. ნასა იმედოვნებს, რომ ეს ჩვენი საუკუნის 30 – იანი წლებისთვის მოხერხდება.
ნასას მკვლევარები ჰავაიზე   2013 წლიდან სწავლობენ იმ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომელთაც შეიძლება წაააწყდეს კოსმოსური ხომალდის ექკიპაჟი მარსისკემ ხანგრძლივი ფრენის პირობებში.
ეს მოხალისეთა უკვე მეოთხე ჯგუფია, რაც ჰავაიზე იზოლაციის შესწავლის პროექტის განხორციელება დაიწყო. პირველმა ორმა ჯგუფმა ოთ-ოთხი თვე დაჰყო ,,მარსის"პირობებში, მესამემ – ორჯერ მეტი, ამჯერად ეს რეკორდი მოიხსნა. ნასამ უკვე გამოაცხადა მოხალისეთა შესარჩევი კონკურსი მომდევნო ორი გამოცდისათვის, რომელიც 2017 და 2018 წელს იგეგმება, თითოეულის ხანგრძლივობა 8 თვით არის განსაზღვრული.  
 ნასას მიერ ჩატარებული სიმულაცია ხანგრძლივობით მეორეა. მსგავსი ექსპერიმენტი ჩატარებული აქვს რუსეთსაც 2010-2011 წლებში,  მაშინ  იმიტირებულმა გაფრენამ და ცხოვრებამ  მარსზე 17 თვეზე მეტხანს გასტანა.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...