მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინის თავისუფლება გულში და ტყვია თავში – კიევში ჟურნალისტ ალექსანდრ შჩეტინინის ცხედარი...

უკრაინის თავისუფლება გულში და ტყვია თავში – კიევში ჟურნალისტ ალექსანდრ შჩეტინინის ცხედარი იპოვეს

Published on

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში 28 აგვისტოს ღამით ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი  ალექსანდრ შჩეტინინი გარდაცვლილი იპოვეს. დაბადების დღის მისალოცად მისულმა მისმა მეგობრებმა ჟურნალისტის ცხედარი კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე საკუთარი ბინის აივანზე, მჯდომარე მდგომარეობაში ნახეს, მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული , იარაღი კი სკამის ქვეშ იდო.
 სამართალდამცველები ერთდროულად რამდენმე ვერსიას განიხილავენ და არ გამორიცხავენ თვითმკვლელობასაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან სიკვდილის დადგომამდე მცირე ხნით ადრე ელექტრონული წერილი გაუგზავნა მეგობარს, სადაც დაგეგმილ თვითმკვლელობაზე წერდა, თუმცა ეს ინფორმაცია  ჯერჯერობით არ არის გადამოწმებული, კერძოდ,არ არის გამორიცხული, რომ მას ამ წერილის გაგზავნა მკვლელმა აიძულა.  
მედიის ცნობით, მეგობრები საუბრობენ იმაზეც, რომ იგი ძალიან განიცდიდა მარტოობას, ენატრებოდა მოსკოვში დატოვებული შვილები და შვილიშვილები, ლაპარაკობდა თავის შესაძლო სიკვდილზეც, მაგრამ ამას ხსნიდნენ მარტოსული ადამიანის უბრალო სენტიმემტებით, მით უფრო, რომ შჩეტინინს დიდი სამომავლო გეგმები ჰქონდა.  
ცნობილი ბლოგერი, ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი 1962 წელს  დაიბადა, 1998 წლს დააფუძნა სააგენტო ,,ახალი რეგიონი" , რომელსაც ფილიალები ჰქონდა რუსეთში,  უკრაინასა და მრავალ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. უკრაინასთან დაკავშირებული შიდასარედაქციო უთანხმოებების გამო იგი 2014 წელს იძულებული  გახდა წასულიყო საკუთარი სააგენტოს მთავარი რედაქტორის პოსტიდან, ,,მე გულთან ახლოს მივიტანე უკრაინის სახალხო რევოლუციის იდეა და ბოლომდე მასთან ვიქნები" – აცხადებდა შჩეტინინი. მოსკოვიდან წასვლის შემდეგ ჟურნალისტი კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა,  წერდა ურაინის მიმართ რუსეთის მტრული პოლიტიკის მამხილებელ წერილებს. ,,კიევში უნდა შეიქმნას რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო ცენტრი.'' – აცხადებდა იგი 
 

 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...