მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთში აეროპორტი დაიბომბა. მსხვერპლი არ არის, თურქეთის ავიაიერიშებს კი სირიაში 35 მშვიდობიანი...

თურქეთში აეროპორტი დაიბომბა. მსხვერპლი არ არის, თურქეთის ავიაიერიშებს კი სირიაში 35 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

Published on

დღეს დილით თურქეთის პროვინცია დიარბაქირში აეროპორტი დაიბომბა.  სარაკეტო ცეცხლის ქვეშ მოექცა აეროპორტის ნაწილი, არის ნგრევა, მაგრამ დაღუპულნი და დაშავებულნი არ არიან.  – იუწყება სააგენტო Trend – ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
ავიაიერიში ელვის სისწრაფით განხორციელდა და, როგოც ჩანს, მისი მიზანი შიშის დათესვა და  სირიაში თურქეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის მიმართ პროტესტის გამოხატვა იყო.  ადგილზე სასწრაფოდ იქნა მობილიზებული სასწრაფო –სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები.
პასუხისმგებლობა ამ ინციდენტზე ამ დრომდე  არავის აუღია.
თურქეთის მთავრობა ავრცელებს განცხადებას, რომ მომხდარის უკან ტერორისტული ორგანიზაცია – ქურთისტანის მუშათა პარტია დგას. 
 
ამასობაში კი თურქეთი აგრძელებს ავიაიერიშებს სირიაში.  გუშინ და დღეს  თურქეთის ავიაციის დარტყმებს ქალაქ ჯერაბლუსის მახლობლად თურქეთის მთავრობის განცხადებით ,,25 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულები ქურთი მებრძოლები არიან.'' უფლებადამცველები ლი ირწმუნებიან, რომ სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში 35 მშვიდობიანი მოქალაქე და მხოლოდ 4 მებრძოლია დაღუპული.  
ოფიციალურმა ანკარამ სირიის ტერიტორიაზე დამატებით სამხედრო ძალა და ტექნიკა მას შემდეგ შეიყვანა, რაც სახმელეთო ოპერაციას პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ქურთი მებრძოლების მიერ გვიან ღამით, ტანკების კოლონაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
 

 

 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...