მთავარისიახლეებიპოლიტიკამერის რეპლიკა ,,მაიმუნი ვირიშვილი'' და მის სტატუსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები

მერის რეპლიკა ,,მაიმუნი ვირიშვილი” და მის სტატუსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები

Published on

თბილისის მერის, დავით ნარმანიას  რეპლიკას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისადმი : „მაიმუნი, ვირიშვილი“ , პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივ  წრეებში დიდი გამოხმაურება მოყვა.
.თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ამ პროცედურის დასაწყებად საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 24 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, ხოლო უშუალოდ უნდობლობის გამოცხადებისთვის – სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ 34 დეპუტატის. 
ირაკლი აბესაძის განმარტებით, საჭირო ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან დაიწყებენ და როცა 24 დეპუტატის ხელმოწერა შეგროვდება, საკითხს მსვლელობა მიეცემა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი არ ეთანხმება ს მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას 
”ჩვენმა თანამოქალაქეებმა აირჩიეს ბატონი დავითი და ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ვადის გასვლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა. ყველა საკითხის პოლიტიზირება იწყება და მე ვისურვებდი, რომ უფრო საქმიან ჭრილში, საქმიან განწყობილებაზე გადავსულიყავით”, – აცხადებს იგი. 

თუ ნერვები გღალატობს, სახლში უნდა წახვიდე, – ასე აფასებს ზესტაფონში ”რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი თბილისის მერის გუშინდელ ქმედებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს ”მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ მისი თქმით, ”პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთ დროს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდეს. როგორც არ უნდა იყო გაღიზიანებული, როგორც არ უნდა იყო გაბრაზებული, როცა არჩეული თანამდებობის პირი ხარ, ნერვებმა არ უნდა გიღალატოს და როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში. ასე არ ელაპარაკებიან ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ.''
პოლიტოლოგი  ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ  სამართლებრივად, ამჟამად დავით ნარმანიას გადადგომის საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება მორალურ მხარეს, პოლიტოლოგის თქმით, საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობაზე და შესაბამის შედეგებზეც მერი პასუხს თავად აგებს.
”როგორც ჩანს, მთლად კარგ მდგომარეობაში არაა. მისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელი იყო. რატომღაც ის თვლის, რომ რაც არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა, ის არაა კარგი და აუცილებლად უნდა იუზრდელოს. როდესაც ადამიანი, ცდილობს გამოვიდეს როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადად მისთვისაც ბუნებრივი ჩარჩოებიდან, ასეთი ადამიანი შეიძლება უკვე შეუსაბამო იყოს სტატუსთან. დანარჩენი თვითონ უნდა ნახოს. არ გადადგება და შესაბამისად, შედეგებზეც თვითონვე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ფაქტია, რომ ისედაც არ ჰქონდა მაღალი ავტორიტეტი და ახლა მისი ავტორიტეტი ნულს მიუახლოვდა. ეს მისთვის, სამომავლოდ დიდი პრობლემა იქნება”, – განაცხადა ხუხაშვილმა. 
”ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოქალაქის მიმართ ამგვარი მიმართვა არის სრულიად მიუღებელი. მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის”, -აცხადებენ საია-ში.
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...