მთავარისიახლეებისაზოგადოებამაია მიმინოშვილი: მცირე ცვლილებები იქნება მხოლოდ გრანტებთან დაკავშირებით

მაია მიმინოშვილი: მცირე ცვლილებები იქნება მხოლოდ გრანტებთან დაკავშირებით

Published on

 აბიტურიენტების მიერ დროზე ადრე მიღებული ინფორმაცია, რაც ჩარიცხვებს ეხებოდა, არ შეიცვლება. მცირეოდენი კორექტირება იქნება მხოლოდ გრანტებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაია მიმინოშვილი გამოეხმაურა 2 დღის წინ ატეხილ აჟიოტაჟს იმის შესახებ, რომ აბიტურიენტთა ნაწილმა ჩარიცხვების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებებით ინფორმაცია მიიღო. იგი მომხდარს არც გაუგებრობად აფასებს და არც ტექნიკურ ხარვეზად. 
”ღამის 23:00 საათზე პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა დამოუკიდებლად, ორჯერ, ამ პერიოდის განმავლობაში სმს-ების სერვისი არ იყო გამორთული. ერთი-ორმა აბიტურიენტმა გაგზავნა სმს და მიიღო ჩარიცხვის შესახებ შეტყობინება და ამის შემდეგ უკვე ინფორმაცია გავრცელდა და სხვა აბიტურიენტებმაც მოინდომეს იგივე. ბუნებრივია, სმს სერვისი ამის შემდეგ გამოვრთეთ და 1 საათში ჩავრთეთ. ეგ ყველაფერი იმას გავს, სამზარეულოს კარი რომ მიხურო, არ დაკეტო, აბიტურიენტი შევიდეს და წინასწარ მოინდომოს გაგება, თუ რა ხდება იქ”, – განმარტა მაია მიმინოშვილმა. 
მისივე თქმით, არასწორია ფორმულირება იმისა, რომ ცრუ ინფორმაცია იყო სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი. 
”ეს იყო ტყუილუბრალო აჟიოტაჟი. სტუდენტებმა იცოდნენ, რომ 25 აგვისტოდან დაიდებოდა დაზუსტებული მონაცემები. რაც შეეხება დროზე ადრე მათთვის მიღებულ ინფორმაციას, ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია სწორია, ხოლო გრანტების შესახებ უფრო დაზუსტდა. საქმე შეეხება გრანტების შესახებ მიღებული მონაცემების რაოდენობის შემცირებას. ასეთი დაახლოებით 50 სტუდენტია”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა. 
23 აგვისტოს, 23:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და სტუდენტთა ნაწილმა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია მიიღო, თუმცა პროცესი 1 საათში შეწყდა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...