ფოთის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა წუხელ გვიან ღამით დატოვეს სენაკის პოლიციის შენობა. ისინი პოლიციაში 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ, მათ კლინიკური დათვალიერების შედეგად ნარკოთრობა არ დაუდგინდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიცია მათ ანალიზების პასუხებამდე არ ათავისუფლებდა.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ეს ყველაფერი პარტიის საქმიანობის შეფერხებისა და წევრების დაშინების მიზნით ხდება. მის მომხრეებს მთავრობის დავალებით, წინასაარჩევნოდ სამართალდამცველები აშანტაჟებენ.
„მიხეილ უხავას, ალექსი ადამიას, კონსტანტინე მესხის დაკავება, ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გადმოყვანა და მთელი 12 საათის განმავლობაში ამ შენობაში ყურყუტი, არის ბიძინა ივანიშვილის, სუს-ის, შს სამინისტროს და პროკურატურის ერთობლივი დაგეგმილი აქცია. უსინდისოდ იქცევიან საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შესაშლელად. ,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ
.