მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია პოლიტიკოსებს ურჩევს კვლევების შეფასებისას მეტი სოლიდურობა გამოიჩინონ

ნიკა გვარამია პოლიტიკოსებს ურჩევს კვლევების შეფასებისას მეტი სოლიდურობა გამოიჩინონ

Published on

 რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე ისაუბრა და თქვა, რომ კვლევა ობიექტურია, რადგან მისი შედეგები არც ერთ პარტიას არ მოსწონს.
,,ქართული ოცნების'' მხრიდან კვლევის შედეგებისადმი გამოთქმულ უნდობლობაზე იგი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს საკუთარი კვლევის სჯერა, რომელიც ზურაბ ბიგვავამ ჩაატარა.
„მათი კვლევა ჩაატარა იმ ადამიანმა, ვინც ბიძინა ივანიშვილის PR-ს გეგმავს. საუბარია ბიგვავაზე, რომელმაც ამ კვლევით რეალურად გაზომა საკუთარი საქმიანობა. ის არის კარის სოციოლოგი და კარის პიარშიკი. ბუნებრივია მისი ციფრები იყო ისეთი, როგორიც სურდა ივანიშვილს,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიამ სხვა პარტიების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებსაც პასუხობს და პოლიტიკოსებს ურჩევს კვლევების შეფასებისას მეტი „სოლიდურობა“ გამოიჩინონ.
რუსთავი 2-ის დაკვეთით GFK არჩევნებზე ჩაატარებს ეგზიტპოლებს და პირველ ოქტომბერს ბოლო კვლევის შედეგები გამოქვეყნდება.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...