მთავარისიახლეებისამართალიბიზნესმენ მინდია გულუაზე თავდასხმის დეტალები

ბიზნესმენ მინდია გულუაზე თავდასხმის დეტალები

Published on

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში  ქართველ ბიზნესმენს მინდია გულუაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
გულუა  პირადი დაცვის თანხლებით  ერთად ქალაქის ერთ–ერთ ცენტრალურ პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან გამოდიოდა, იმყოფებოდა, როცა  მოულოდნელად მიუახლოვდნენ   შეიარაღებული მამაკაცები და  ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  გულუა ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული, იგი  მუცლის არეშია დაჭრილი,  მას სასწრაფო ოპერაცი გაუკეთდა, მაგრამ ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე სახლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტომატი ჯერი არ გაუგონიათ,   თითო – ოროლამ გაიგონა მხოლოდ მსუბუქი ტკაცანის ხმა, საგამოძიებო ჯგუფი ვარაუდობს, რომ გასროლა მაყუჩიანი იარაღიდან მოხდა.  
მცირე ხნის შემდეგ მიკრორაიონის მეორე ბოლოში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში ავტომობილი აალდა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით,  თავდამსხმელმა საკუთარი ავტომობილი დაწვა და სხვა მანქანაში გადაჯდა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დამწვარი ავტომობილის უკანა სავარძელზე მაყუჩიანი ავტომატი იპოვეს, რამაც სამართალდამცველებს მისცა ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირების საფუძველი.  
 რუსული პრესის ცნობით, 47 წლის მინდია გულუა კრასნოდარში არყის ქარხანას ფლობს. იგი ოთხი კომპანიის,  მათ შორის არაყ ,,ლადოჟსკაიას'' მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელია,მას კრასნოდარის მხარეში ,,არყის მეფეს'' ეძახიან, გარდა ამისა  ეწევა მანქანებით  საბითუმო ვაჭრობას, ფლობს საქვაბე და ელქსელების მომსახურების  სისტემას, შემოსავლები აქვს პოლიგრაფიული საქმიანობიდან.  
მასზე  თავდასხმის მცდელობა 2009 წელსაც განხორციელდა, მაშინ ბიზნესმენის ავტომობილი ააფეთქეს. 
 



 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...