მთავარისიახლეებისამართალიუკრაინაში ხშირად სიარული არ ნიშნავს დაჯგუფების იმ ქვეყნიდან მართვას - აცხადებენ დაკავებულთა...

უკრაინაში ხშირად სიარული არ ნიშნავს დაჯგუფების იმ ქვეყნიდან მართვას – აცხადებენ დაკავებულთა ადვოკატი და ექსპერტი

Published on

ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულ ლევან მამფორიას ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მამფორიას უკრაინასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ლევან იზორიას ნათესავი არ არის. 
მისი  თქმით, საქმის მასალები მას უკვე გადაეცა. ის საკმაოდ ვრცელია და ერთი დოკუმენტი და მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ მამფორიამ რაიმე იცოდა ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ.
ადვოკატის ინფორმაციით, მამფორია გაწევრიანებული იყო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სახელწოდებით „ერთიანი კავკასიის იდეა“, სადაც მამფორია უბრალოდ პოსტებს წერდა და ერთიანი კავკასიის იდეას ემხრობოდა, რაც თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის იდეა იყო. 
„დაკავებული ამბობს, რომ ამ ვირტუალური სოციალური ქსელის თანამონაწილე იყო და მხოლოდ ეს არის მათი კავშირი. არანაირი შეხვედრა ან რაიმეს დაგეგმვა საქმის მასალებიდან არ იკვეთება. რაც შეეხება უკრაინის თემას, უკრაინასთან და იქ მყოფ ხალხთან მამფორიას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.
მისივე თქმით, ბრალდება იმდენად მძიმე არ არის, რომ დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდოს. 
 საქმის არასწორ კვალიფიკაციაზე ლაპარაკობენ ექსპერტებიც.

”პირველ რიგში, ეს არ არის ტერაქტი. ეს არასწორი კვალიფიკაციაა. ტერაქტს აქვს იდეოლოგიური შემადგენელი, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ არის მიმართული, მას რაიმე გზავნილი უნდა ჰქონდეს. ეს უფრო დივერსიაა. მეორე – გამოძიებიდან რამდენიმე სააათის შემდეგ უკრაინაზე საუბარი, ჩემი აზრით, არის ძალიან იაფფასიანი პროპაგანდა”, –     აცხადებს აქართველოში ტერაქტის აღკვეთის შესახებ სუს-ში გაკეთებულ განცხადებაზე ინტერპრესნიუსთან გაკეთებულ კომენტარში ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე. 
როგორც ხარშილაძემ აღნიშნა, არავითარი ლოგიკა არ არის იმ მოსაზრებებში, რომ უკრაინაში ხშირად სიარული რამენაირად ნიშნავდეს დაჯგუფების იმ ქვეყნიდან მართვას. 
”მე ვერანაიარდ ვერ ვხედავ ლოგიკას, რომ ხშირად სიარული რომელიმე ქვეყანაში შესაძლოა ნიშნავდეს იქიდან მართვას. ეს უკვე იმას კითხეთ, ვინც ასეთი ლოგიკით ცდილობს ჩამოყალიბოს ეს ფაქტები. არის ჩვეულებრივი დივერსია, თუ არის სინამდვილეში, ესეც გასარკვევია. რა მიზეზებია, ეს უნდა გაირკვეს. წინასწარი განცხადება კი არის პოლიტიკური პიარი და მეტი არაფერი”, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
 
დაკავების აბსურდულობაზე საუბრობენ  ლევან მამფორიას ახლობლებიც. ისინი აცხადებენ, რომ მისი დაკავება მის არასამუშაო დღეს მოხდა.
„ედავებიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რაც გულისხმობს ფაქტის დამალვას. ამ წუთას ჩვენ სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ველოდებით სასამართლოს, რომელიც დღეს 4 საათზეა ჩანიშნული თბილისში და მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც ვერაფერი აღმოაჩინეს,“ – განაცხადა ლევან მამფორიას ახლობელმა.
,,ეს ძალიან ცუდი და ბინძური თამაშია. საეჭვოდ უთვალთვალებდნენ, დაყვებოდნენ მანქანით. ხშირად ამბობდა, რომ გრძნობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა, იყო გაფრთხილებები. ინფორმაციები მოდიოდა, რომ ფორმა გაიხადეო ეუბნებოდნენ და უკრაინასთან ურთიერთობას დაანებე თავიო. ირაკლიც და ვოვაც ეხმარებოდნენ და აგროვებდნენ ფორმებს და რაღაცეებს და უკრაინაში ჯარისკაცებს უგზავნიდნენ. ამასთან დაკავშირებით პრობლემები ქონდათ, “ – განაცხადაკიდეფ ერთი  ერთერთი დაკავებულის ახლობელმა. 
 

 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...