მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალქალაქში პრემიერს ქვები დაუშინეს?

ახალქალაქში პრემიერს ქვები დაუშინეს?

Published on

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ახალქალაქში   პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ  ახალი მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიებაზე, ერთმანეთს ადგილობრივი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან.
პრემიერმინისტრის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ენძელ კოიანმა მოსახლეობას სიტყვის მიმართა და 4 წლიან ისტორიაზე ისაუბრა. მიმართვის დასრულების შემდეგ ასევე დამოუკიდებელ დეპუტატს სამველს პეტროსიანსა და ენძელ კოიანს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. 
სიტყვიერი დაპირისპირება დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა. დაპირისპირებულ მხარეებს პრემიერმა სიტყვით მიმართა.
“რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის დესტრუქცია, ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვთქვი რომ ახალქალაქს ეყოლება წარმომადგენელი. პატივი ეცით პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე სხვას“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რის შემდეგაც მან     დაპირისპირების ადგილი დატოვა. სოციალურ ქსელში ქვეყნდება ინფორმაცია, რომ პრემიერს ქვები დაუშინეს. 
მოგვიანებით სამველ პეტრისოანმა და მისმა მომხრეებმა, დაახლოებით 200-მა ადამიანმა,  ღონისძიება დატოვეს და გადაინაცვლეს ახალქალაქში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია ნახევარ საათს გაგრძელდა.
“ისინი წარადგენენ ისეთ დეპუტატებს, რომლებიც ახალქალაქისთვის არაფერს გააკეთებენ. ამან გამოიწვია ჩვენი გაღიზიანება და ინციდენტით ამიტომ მოხდა“ – განაცხადა   სამველ პეტროსიანმა.
 

 
 
 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...