მთავარისიახლეებიპოლიტიკახობში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა

ხობში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა

Published on

"ქართული ოცნების" ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა და ბიზნესს უბრუნდება.  -განცხადება ამის შესახებ ბუკიამ  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 
" . ეს არ ნიშნავს რომ, ამით ოდნავ მაინც შესუსტდება ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მზად ვარ ჩვეული მონდომებით ვემსახურო მშობლიურ რეგიონს, ხობს და საქართველოს. დეპუტატობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და ის, საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამომიყენებია. ეს იყო საშუალება, მეკეთებინა სასიკეთო საქმეები რეგიონისა და ქვეყნისათვის.
გამოვალ რა პოლიტიკოსის სტატუსის კანონისმიერი ნორმებიდან, დავუბრუნდები პირვანდელ საქმიანობას – ბიზნესს. აღვადგენ ძველს და შევქმნი ახალ ბიზნესურთიერთობებს.
სახელისუფლებო ორგანოებთან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით , გაცილებით ენერგიულად და შეზღუდვებისგან თავისუფალი, შევეცდები მეტი მონდომებით ვემსახურო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. საამისოდ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე ამოქმედებული და სამომავლოდ გაცხადებული პროგრამები აქტიური საქმიანობის საუკეთესო პირობებს ქმნის. უცვლელად ვტოვებ ყველა იმ პროექტების ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომელიც რეგიონში და უშუალოდ ხობში, ჩემი ინიციატივით ხორციელდება.''– წერს გოდერძი ბუკია. 
"ქართულმა ოცნებამ " გოდერძი ბუკიას მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა შეაფასა როგორც ,,ღირსეული ნაბიჯი, რომელიც შეესაბამება მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს''
 "ბატონი გოდერძი ბუკიას  ბატონმა გოდერძიმ არჩია ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან, ბიზნესსექტორს დაბრუნებიდა. ეს მისი მხრიდან არის . მივესალმებით, რომ ბატონი გოდერძი ბუკია რჩება გუნდის წევრად და მხარდამჭერად", – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 
ინტერპრესნიუსი ავრცელებს ცნობა, რომ გოდერძი ბუკიას ნაცვლად ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ბანკი ”ქართუს” თანამშრომელს ირაკლი ბერაიას წარადგენს. 
 
 
 

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......