მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალური მოძრაობა” ცესკო-ში ვალერი კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვს

,,ნაციონალური მოძრაობა” ცესკო-ში ვალერი კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვს

Published on

ნაციონალური მოძრაობა” ცესკო-ში ვალერი კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვს. – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
„მას შემდეგ, რაც ცესკომ რეგისტრაცია გაუუქმა ლადო ბედუკაძის პარტიას, კვარაცხელიამ ბედუკაძეს მის თანამოაზრეებთან ერთად არჩევნებში მისი პარტიის საშუალებით მონაწილეობა მიღება ს  შესთავაზა.  
ამ განცხადების შემდეგ ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაამოწმა კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაცი და როგორც აღმოჩნდა  ”ნეიტრალურ საქართველოს” აქვს ზუსტად იგივე პრობლემა, როგორიც ჰქონდა ბედუკაძის „ცენტრისტებს“. ისინი არასწორად არიან დარეგისტრირებული და პარტიათა რეესტრში პარტიის თავმჯდომარის გრაფა არის ცარიელი. ამ ორ პარტიას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.'' – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
 
  ჩვენ მივმართავთ, ერთის მხრივ, იუსტიციის მინისტრს, რომ გაასაჯაროოს ინფორმაცია პარტიების რეესტრიდან და გახადოს ნათელი, როგორ აქვს ამ პარტიას რეგისტრაცია გავლილი, მეორეს მხრივ კი მივმართავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ბედუკაძის პარტიის შემთხვევაში და გაუუქმოს რეგისტრაცია კვარაცხელია „სოციალისტებს”.
ამ ხარვეზმა, რომელიც ერთ კვირაში უკვე მეორეა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქალბატონი თამარ ჟვანია დაკავებულია პროდასავლური პარტიებისათვის პრობლემების შექმნით და თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 
მისივე შეფასებით, ჟვანია ასრულებს   ივანიშვილის – პუტინის მთავარი მოკავშირის დავალებას.
 
„ჩვენ ვიცით და მოსმენილი გვაქვს ივანიშვილის განწყობა, რომ მისი მიზანია პუტინის პარტიები გაძლიერდნენ საქართველოში. ჩვენ საჯარო განცხადებების მომსწრე ვართ ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიზანია,  პუტინის მთავარი მოკავშირე ივანიშვილი 8 ოქტომბერს ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ქვეყანა დაადგეს განვითარების სწორ გზას”, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...