შეუცნობელი, როგორც ჯოკონდას ღიმილი – რაზე მიგვანიშნებს, რა რჩევას მოელის მოღიმარი ბედუკაძე ივანიშვილისა და პატრიარქისგან?

0
381
„ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო ბედუკაძე პარტიის საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით მხოლოდ პატრიარქის და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების გათვალისწინებას აპირებს.
 
როგორც ბედუკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ივანიშვილის მასსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი ექნება, სიამოვნებით შეხვდება და მის რჩევებს მოისმენს.
 
„არსებობს ორი ადამიანი, პირველი – უწინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ვისაც აზრს დავეკითხები და ვის რჩევასაც გავითვალისწინებ და მეორე – დღევანდელი ქართული რეალობის შემოქმედი ბატონი ბიძინა. თუ ბატონ ბიძინას ექნება სურვილი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის, აუცილებლად შევხვდებით და აუცილებლად გავითვალისწინებთ მის აზრს“, – განუცხადა ბედუკაძემ „რუსთავი 2“-ს.
 
რაც შეეხება უშუალოდ „ცენტრისტების“ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნას, ბედუკაძე აღნიშნულს დირაქტურისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ერთხელ უკვე მოხდა, როცა აკრძალეს „კომუნისტური პარტია“. ეს შეცდომა იყო, რადგან „კომუნისტური პარტიის“ აკრძალვამ შემდეგ გამოიწვია კანონიერი ხელისუფლების დამხობა“, – აღნიშნა ბედუკაძემ.
 
„ცენტრისტების“ საარჩევნო კლიპს პოლიტიკურ წრეებსა და უშუალოდ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, ამის გამო როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ.
 
 
წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი კახეთის მოსახლეობას მიმართავს (Video)
შემდეგი სტატიადაიწყო ხემოწერის კამპანია პეტიციაზე პარტია „ცენტრისტების“ აკრძალვის მოთხოვნით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური