მთავარისიახლეებიპოლიტიკამერაბ მეტრეველი ხელვაჩაურის გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

მერაბ მეტრეველი ხელვაჩაურის გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

Published on

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერი მერაბ მეტრეველი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას „უკანონობაში და უმოქმედობაში“ ადანაშაულებს. საქმე ეხება ციტრუსის სეზონთან დაკავშირებულ სუბსიდირების თანხებს, რომელიც მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.მერაბ მეტრეველის თქმით, პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფო სუბსიდირებისთვის 3 მილიონ 150 ათასი ლარი ჩაირიცხა, თუმცა აქედან 2 მილიონ 720 ათასი ლარი გამგეობამ ისევ უკან ცენტრალურ ბიუჯეტში დააბრუნა. ”დაზარალებულმა მოსახლეობამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივრა. სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა არამიზნობრივად გახარჯა და დიდი წილი სუბსიდირებისთვის განკუთვნილი თანხა უკან ბიუჯეტში დააბრუნა რითაც მოსახლეობას ზიანი მიადგა.
სასამართლომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა, თუმცა როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ამ ფაქტზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა”, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

სიახლეები

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...