მთავარისიახლეებიმსოფლიოლუიზიანას შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

ლუიზიანას შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

Published on

აშშ-ის ლუიზიანას შტატში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სამაშველო ოპერაციაში აშშ-ის ეროვნული გვარდია მონაწილეობს.აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას გადაწყვეტილებით, ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. სტიქიის ზონაში ასობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.ლუიზიანაში შტორმით გამოწვეული გადაუღებელი წვიმა პარასკევიდან გრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს მომავალში ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
შტატის გუბერნატორის, ჯონ ბელ ედვარდის შეფასებით, ლუიზიანაში „უპრეცედენტო“ ვითარებაა შექმნილი.
 
 

სიახლეები

საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის...

გიორგი დავითაძის დედის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა უცხო საგანი პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში"...

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც...

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს....