ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან დღეს რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი მამაკაცი გაიტაცეს. რუსმა ოკუპანტებმა რუხის ციხესთან ახლოს, მდინარე ენგურის სანაპიროდან სოფელ რუხისა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიტაცეს. თვითმხილველთა განცხადებით რუსი ოკუპანტები დაახლოებით ათნი იყვნენ. ისინი კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი და საქართველოს ორი მოქალაქე ძალის გამოყენებით მდინარეში თევზაობისას გაიტაცეს. ოკუპანტებმა გატაცების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია ე.წ საიდუმლო გადასასვლელის საშუალებით დატოვეს და ისევ სოფელ ჭუბურხინჯისკენ აიღეს გეზი.გავრცელებული ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს გატაცებული ორი ქართველი, ჭითანავა და მორგოშია გადაყვანილი ჰყავთ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაში. ჯერჯერობით გატაცებულთა ოჯახებს ოკუპანტებისგან რაიმე სახის შეტყობინება არ მიუღიათ. ინფორმაცია ექსკლუზიურად სააგენტო smo.ge-მ გაავრცელა
სიახლეები
საზოგადოება
ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე
ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...
საზოგადოება
სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა
სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა.
ირაკლი...
სიახლეები
პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი
ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......
სიახლეები
“ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი – რუსთაველზე მისვლას… მამი გილოცავ დაბადების დღეს და ბოდიში, რომ სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო, აქ მოგიწია დღეს ყოფნა” -რეჟიმის ტყვე
საერთოდ ვერ ვხდები რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ, სამშობლოს სიყვარულისთვის? რუსეთი რომ არ გვინდა...