მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმის ცხოველთა თავშესაფარ "სერვერში" არსებული ცხოველების მდგომარეობა ახალგაზრდებმა ზუგდიდში აქციით გააპროტესტეს

ბათუმის ცხოველთა თავშესაფარ “სერვერში” არსებული ცხოველების მდგომარეობა ახალგაზრდებმა ზუგდიდში აქციით გააპროტესტეს

Published on

მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ბათუმის ცხოველთა თავშესაფარ "სერვერში" არსებული ცხოველების მდგომარეობა გააპროტესტეს.აქციის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნულ თავშესაფარში 200–მდე ძაღლია გადაყვანილი, რომლებიც იქ გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერიას მოუწოდეს, გააუქმოს ხელშეკრულება "სერვერთან"ბათუმის ცხოველთა თავშესაფარ „სერვერში”, სადაც ძაღლები ზუგდიდიდანაც ჰყავთ, „ლაივპრესის“ რესპონდენტების ცნობით, უმძიმესი პირობებია. გავრცელდა ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც. „სერვერის“ ვეტ-ექიმი ზურაბ გოგაძე მასალის გასაჯაროებას პროვოკაციად აფასებს. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ „ე.წ. ცხოველთა მოყვარულების“ მხრიდან მასგავსი ქმედება პირველი არ არის. ააიპ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ზუგდიდდასუფთავების“ ხელმძღვანელი ნუგზარ მალაშხია კი ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობს. მან აღნიშნა, რომ „სერვერთან“ თანამშრომლობის დროს შენიშვნები თავად არ ჰქონია.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...