მთავარისიახლეებისაზოგადოება"Apple''-ის ხუთი დამაარსებლიდან 4 ცაცია იყო - 13 აგვისტოს ცაციების საერთშორისო...

“Apple”-ის ხუთი დამაარსებლიდან 4 ცაცია იყო – 13 აგვისტოს ცაციების საერთშორისო დღეა

Published on

მსოფლიო 13 აგვისტოს ცაციების საერთშორისო დღეს აღინიშნავს. ეს დაიწყო  40 წლის წინ, 1976 წლიდან Leftanders International-ის ინიციატივით, რომელმაც ხმა აიმაღლა  ბავშვების უფლებების დარღვევის ტრადიციული ფორმის წინააღმდეგ, როცა ცაციებს  სკოლაში მარჯვენა ხელით წერას აიძულებდნენ, თუმცა  ცაციების დღის აღნიშვნა დაიწყო მხოლოდ 12 წლის შემდეგ კი, 1992 წელს  . 
ცაციები მსოფლიო მოსახლეობის 5-15%-ს შეადგენენ,  საინტერესოა, რომ ცაციები მამაკაცებს შორის უფრო ხშირად გვხვდებიან, ვიდრე ქალებში. 
განვლილმა 25 წელმა მნიშცვნელოვნად შეცვალა დამოკიდებულება ცაციობისადმი, როგორც მოვლენისადმი.  ადრე იგი ნაკლად, ფიზიოლოგიურ ანომალიად, ანუ, პრაქტიკულად, დაავადებად მიიჩნეოდა და ამიტომ მშობლებიცა და პედაგოგებიც ცდილობდნენ, „გამოესწორებინათ“ ასეთი ბავშვები. ამის გამო ხშირად ისინი დაკომპლექსებულ და ნერვიულ ადამიანებად ყალიბდებოდნენ.
 
 . „თუ ბავშვს ვაიძულებთ, რომ მხოლოდ მარჯვენა ხელი გამოიყენოს, უარყოფით შედეგებს მივიღებთ – ამ იძულებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ისეთ სერიოზულ პრობლემებამდე, როგორიცაა: ტვინის ფუნქციის, მოტორული და სენსორული ფუნქციების მოშლა,  მხედველობის დაქვეითება, ნევროზი, მადის დაკარგვა, უძილობა, თავის ტკივილები და ენაბლუობაც კი.  ცალკე საკითხია, რომ ეს არის ამორალური საქციელი და ბრძოლა ინდივიდუალიზმთან,  ძალადობა ადამიანზე, მისი ტვინის სპეციფიკურ მუშაობაზე, ნევროლოგიურ მექანიზმზე  “ – ამბობენ სპეციალისტები 
 ფსიქოლოგები არ უარყოფენ, რომ ზოგიერთი   ბავშვი მარცხენა ხელით წერას ცაცია  მშობლების თუ კლასელების მიბაძვითაც იწყებს, ეს მათთვის რაღაც უჩვეულო, ახალი და სახალისოა, და თუ ეს არ გსურთ, შეიძლება ბავშვს იგი სათანადო ახსნა – განმარტებით მოვაშლევინოთ. ხოლო თუ ცაციობას ბუნებრივი, ფიზიკური მდგომარეობა განსაზღვრავს,  ეს არც უნდა ვცადოთ, მით უფრო, რომ არის საშიშროება  გავუღვივოთ ბავშვს  დაბალი თვითშეფასება –    ცაციები უკიდურესად ემოციურები არიან და დეპრესიების მიმართ მიდრეკილები. 
 
სამწუხაროდ, ბევრი მშობელი ზედმეტად განიცდის ბავშვის ცაციობას, მათ  უნდა იცოდნენ, რომ ტრაგიკული განცდის საფუძველი არა აქვთ – არავითარი ფიზიკური ანომალია,  უბრალოდ ცაციებს ტვინის  მარჯვენა ნახევარსფერო უფრო აქვთ განვითარებული. ეს ნახევარსფერო კი ინტელექტუალურ უნარებზეა ,,პასუხისმგებელი.''  შესაბამისად  ცაციებში სხვაზეხშირად გვხვდებიან კრეატიული ადამიანები – მათ  კარგად ესმით მათემატიკა და მუსიკა გამომდინარე იქიდან, რომ  უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ სამუშაოს, რომლებიც ხელოვნებას — მუსიკას, პოეზიას, ფერწერას, ლიტერატურას უკავშირდება.ასევე ცაციები მემარჯვენეებს სჯობნიან ტენისში, ბეისბოლში, ცურვაში და ფარიკაობაში.

 
მსოფლიოში ცნობილი ცაციები არიან: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, არისტოტელე, ნაპოლეონი, იულიუს კეისარი, ჩარლი ჩაპლინი,  პოლ მაკარტნი, ჯიმი ჰენდრიქსი, კურტ კობეინი, ჯორჯ მაიკლი, ბრიუს უილისი, ჯულია რობერტსი, ანჯელინა ჯოლი, დემი მური, დრიუ ბერიმორი, მერილინ მონრო, რობერტ დე ნირო, კიანუ რივზი, რიკი მარტინი, სხვათა შორის, ბილ გეითსიც, "Apple-ის ხუთი დამაარსებლიდან 4 ცაცია იყო  

 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...