მთავარისიახლეებიმსოფლიოანკარამ 208 დიპლომატი გაიწვია, მათგან 32- მა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა

ანკარამ 208 დიპლომატი გაიწვია, მათგან 32- მა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა

Published on

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს მასშტაბით 208 დიპლომატი გაიწვია. მათგან 32- მა  სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მათი ექსტრადირების მიზნით უწყება იმ ქვეყნებთან მუშაობს, სადაც აღნიშნული პირები იმყოფებიან.  მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკან გამოიწვია ბანგლადეშში თურქეთის საელჩოს სამი თანამშრომელი , მაგრამმათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა ქვეყანაში, დანარჩენი ორი აშშ- ში გაიქცა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ანკარიდან მიღებული გაწვევის უწყების მიღების შემდეგ ოჯახებთან ერთად უკვალოდ გაქრა  საბერძნეთში მომუშავე ორი თურქი  სამხედრო ატაშე, საბერძნეთის მედიიას ვარაუდით  მათ შესაძლოა  იტალიას შეაფარეს  თავი.
 
 სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 60 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, , დააპატიმრებული ან სამსახურიდან დათხოვნილი. 
 

 

 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...