მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის საგარეო უწყება-არ არსებობს2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთის საგარეო უწყება-არ არსებობს2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

Published on

რუსეთის საგარეო უწყება 2008 წლის ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ოფიციალურ თბილისს არ ეყო 8 წელიწადი იმისთვის, რომ ქვეყნის „ტერიტორიული დაშლის“ ნამდვილი მიზეზი გაეაზრებინა. უწყების განცხადებით, დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ საქართველოს „ყოფილ ტერიტორიაზე“ არსებობს ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფო“, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს შიდა და საგარეო პოლიტიკას და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მათ შორის „საზღვრების კეთილმოწყობისა და სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერების“ გზით. რუსეთის საგარეო უწყება ადანაშაულებს ოფიციალურ თბილისს, რომ ის რეალობისგან შორს არის.რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში „ტრადიციულად“ ახსენა „2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, რომელსაც რუსული უწყება „მითიურს“ უწოდებს.
„იძულებული ვართ კვლავ შევახსენოთ, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. სინამდვილეში, საუბარია „კონფლიქტების დარეგულირების ექვს პრინციპზე“, რომელიც რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბეს და ქართულ, ოსურ და აფხაზურ მხარეებს ცალ-ცალკე შესთავაზეს ხელმოსაწერად“, – ნათქვამია რუსული უწყების განცხადებაში.„ეს შემთხვევისამინისტრო აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის.

 

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...