მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯეჯელავა: "ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი უნდა ავწიოთ"

ჯეჯელავა: “ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი უნდა ავწიოთ”

Published on

“ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნდა გაგრძელდეს ბარიერის ზრდა. კიდევ უფრო უნდა აიწიოს ბარიერი. სამი წლის წინ 21 ქულა იყო გადასალახი. ახლა გვაქვს 24 ქულა. ის კიდევ უნდა ავწიოთ, რომ შემთხვევით ჩარიცხვის ალბათობა შევამციროთ.  ხალხმა ინერვიულა, ეროვნულ გამოცდებში 16% რომ ჩაიჭრა. გერმანიაში 50% იჭრება. უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი თამასაა. ისინი ამბობენ,რომ ყველა უმაღლესში არ უნდა წავიდეს, უმაღლესში უნდა წავიდეს ყველაზე “ნავაროჩენი”, ყველაზე მცდონე ხალხი.” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა “ლიბერალთან” ინტერვიუში განაცხადა.“უმაღლესში მთავარი პრობლემა დაწეული პლანკაა. ძალიან ბევრს ვუშვებთ უმაღლესში, როცა უმაღლესი იმის უმაღლესია, რომ იქ ძალიან ნარჩევი ხალხი უნდა იყოს. დაფინანსების სისტემაც არასწორია. შენ დასაქმებულს უშვებ თუ დაუსაქმებელს,კარგი კურსდამთავრებულები გყავს თუ ცუდი, დაფინანსება ამაზე არ უნდა იყოს მიბმული, მე  2250 ლარს ვაძლევ სუპერ სტუდენტსაც, რომელიც სუპერ ისწავლის სუპერ უნივერსიტეტში და იმასაც, ვინც ჯარში არ წავიდა და რომელიღაც უნივერსიტეტში რომელიღაც ფაკულტეტზე შედის. “- ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, ჯერჯერობით ეროვნული გამოცდების სისტემა არ შეიცვლება. “ამ სისტემის შეცვლას შემზადება სჭირდება. ეს სისტემა ინერციით აგრძელებს მუშაობას. მოგვიწევს საჯარო განხილვა, შეჩვევა, პილოტირება და მერე გადასვლა. ” – ამბობს მინისტრი. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...