მთავარისიახლეებიმსოფლიოპეტრე პოროშენკომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება...

პეტრე პოროშენკომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ყირიმთან და დონბასთან განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა. ამის შესახებ პოროშენკო „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს.„გავეცი ბრძანება ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ადმინისტრაციული საზღვრის რაიონებში, ასევე დონბასში, შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე განლაგებული დანაყოფები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ“, – წერს პეტრო პოროშენკო.გუშინ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ უწყებამ ყირიმში ტერაქტი აღკვეთა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ამზადებდა.კერძოდ, 8 აგვისტოს რუსმა ძალოვნებმა „დივერსიულ-ტერორისტული“ ჯგუფების აქტივობა აღკვეთეს, რომლებიც ყირიმში შეღწევას ცდილობდნენ. ინციდენტს ორი რუსი სამხედრო ემსხვერპლა.აღნიშნულ ინფორმაციას გუშინვე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კიევი პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარების ნაცვლად, „ტერორს“ მიმართავს. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნულ ბრალდებას „ფანტაზია“ უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, მოსკოვი მუქარებისთვის იყენებს. პოროშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დიდიხანია აქტიურად აფინანსებს და მხარს უჭერს ტერორიზმს, ეს ეხება როგორც დონბასს, ისე ყირიმს. ევროპის საბჭოში უკრაინის ელჩი დიმიტრი კულება კი „ტვიტერის“ მიკრობლობში წერს, რომ პუტინის ეს განცხადება მიუთითებს, რომ მას „უფრო მეტი ომი სურს“ და უკრაინასთან ომის დასაწყებად მიზეზს ეძებს.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია...