რუსთავი 2- ის ცნობით, ცოტა ხნის წინ თბილისში, გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. მამაკაცი მხარშია დაჭრილი და საავადმყოფოში გადაყავთ.
შემთხვევა მგზავრებთან შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. როგორც ცნობილია მძღოლს ფულს არ უხდიდნენ, რასაც მგზავრებთან სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი მათი მხრიდან ტაქსის მძღოლის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მოჰყვა.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
ადგილზე იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფი და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.