მთავარისიახლეებიპოლიტიკარეფერენდუმის ჩატარების ინიციატორები პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ

რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორები პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ

Published on

რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორები პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობის დაწყებას აპირებენ. ისინი აქციებსაც აანონსებენ. საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, გიორგი მარგველაშვილის არგუმენტები უსაფუძვლო, გაუგებარი და დაუსაბუთებელია. მათივე მტკიცებით, რეფერენდუმზე უარის თქმით, პრეზიდენტმა ხალხს ამ მნიშვნელოვანი თემის გადაწყვეტის უფლება წაართვა. მომავალი სამოქმედო გეგმის განსახილველად საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს შეიკრიბებიან.
 
”ეს იყო შეშინებული, გათანგული ადამიანის აბსურდი, რომელიც მე პირადად შემეცოდა, რადგანაც აშკარად იგრძნობოდა, რომ მარგველაშვილი არის ძირითადად გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ზემოქმედების ქვეშ. როგორც კი მივიღებთ მისგან ოფიციალურ პასუხს ჩვენ შევიკრიბებით. აუცილებლად იქნება საპროტესტო აქციები,“ – განაცხადა პარტია თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის წევრმა, რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ. 
,,“გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის ძალიან დიდი მხარდაჭერაა ის, რომ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა იმ პოზიციას, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ასე, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ რასაკვირველია არ იცვლება და დარწმუნებული ვართ პარლამენტში, სადაც უკვე შეტანილი და ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, ეს ყველაფერი იქნება განხილული და იქნება მიყვანილი ლოგიკურ ბოლომდე,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი.- .ამასთან  არავის უნდა მიეცეს საშუალება იმისა, აღნიშნული საკითხი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის გამოიყენოს. ასევე უნდა მოხდეს პრევენცია იმისა, რომ უმცირესობათა მიმართ რაიმე აგრესიას არ ჰქონდეს ადგილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩვენ გვაქვს განუხრელი გეზი ევროატლანტიკური მიმართულებით და ქორწინების თემა ამ მხრივ კითხვის ნიშნების დასასმელად არავინ უნდა გამოიყენოს. ასევე მთავარია, ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა იმ ტრადიციას ემყარება, რაც ქვეყანას გააჩნია“
 
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რეფერენდუმთან დაკავშირებით აფასებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერიას თქმით, რეფერენდუმით კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება. “ეს არის სწორი გადაწყვეტილება. რეფერენდუმით კონსტიტუციის შეცვლა საერთოდ არ შეიძლება არც ერთ საკითხზე,  მაგრამ რაც მთავარია თვითონ საკითხი  არის მოგონილი საკითხი, რუსული პროპაგანდის დაკვეთით,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.  
თავისუფალი დემოკრატების წევრის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ამგვარი ჩანაწერი უნდა იყოს კონსტიტუციაში და მისი სარაფენდუმოდ გამოტანა არავითარი პრობლემა  არ იქნებოდა ქვეყნისთვის.
 
პრეზიდენტის უარს რეფერენდუმის ჩატარებაზე სამოქალაქო სექტორის ნაწილი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, მათ შორის იმ პეტიციის ხელმომწერებიც, რომლებიც მარგველაშვილს თხოვდნენ არ გაეთვალისწინებინა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ არგუმენტებზე, რომლის გამოც რეფერენდუმის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
 
“ამით იზღუდებოდა კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები, ანუ უფრო დავიწროება და შეზღუდვა ხდებოდა, რის თაობაზეც აკრძალულია რეფერენდუმის ჩატარება ამიტომ საერთო ჯამში მიგვაჩნია, რომ   პრეზიდენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა სამართლებრივ საკითხებში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა  ნინო ლომჯარიამ. 

სიახლეები

“ადამიანების მიზანში ამოღება ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას” -აშშ-ის საელჩო დაკავებულებზე პოლიციის მხრიდან ძალადობას ეხმაურება

"აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც...

ბრიტანული სანქციების დაწესების შემთხვევაში, სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია – TI

დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული...

თოვლი, ძლიერი ქარი და შტორმი -18-20 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში...

თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც 16 იანვარს დააკავეს, შიმშილობა დაიწყო - ამის შესახებ ბათუმის...