მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რა გააკეთეთ რომ ვიცოდე, მეც დაგიკრავდით ტაშს“- განმუხურის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაიას...

„რა გააკეთეთ რომ ვიცოდე, მეც დაგიკრავდით ტაშს“- განმუხურის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაიას 4 წლიან მუშაობას აფასებს (Video)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგებელმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ედიშერ თოლორაიამ გადაგომის შესახებ   საკრებულოს განცხადებით გუშინ მიმართა, მისი განცხადება საკრებულომ დღეს  რიგგარეშე სხდომაზე დააკმაყოფილა. ედიშერ თოლორაიას ოთხწლიანი მუშაობა საკრებულოს უმრავლესობამ დადებითად შეაფასა. თუმცა განმუხურის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან"  ემზარ ახალაიამ  ამ ოთხი წლის განმავლობაში  გამგებელს შეუსრულებელი სამუშაოები შეახსენა. „განმუხურში4 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა,  ფაქტიურად შეჩერებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები – არ არის გზა, შეჩერებულია გაზიფიცირების პროცესი, არ არის  ინიდივიდუალური გამრიცხველიანება, მოუწესრიგებელია სტადიონი.დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია, კანალიზაციის მილები ლპება, რა გააკეთეთ რომ ვიცოდე, მეც დაგიკრავდით ტაშს“- ამ სიტყვებით მიმართა ედიშერ თოლორაიას  ემზარ ახალაიამ. დეპუტატის კითხვებს გამგებელმა სხდომაზევე უპასუხა, მისი განცხადებით,  სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ცუდია რომ გამგებელი საქმის კურსში არაა და არ არის ინფორმირებული თუ რა სამუშაოები კეთდება მის სოფელში. ედიშერ თოლორაიამ განმუხურის მაჟორიტარი დეპუტატი მასთან კომუნიკაციის არქონაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მსგავსი პრობლემებით დეპუტატს მისთვის არასდროს მიუმართავს.

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...