მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა უარი განაცხადა რეფერენდუმის დანიშვნაზე ქორწინების საკითხთან დაკავშირებით

პრეზიდენტმა უარი განაცხადა რეფერენდუმის დანიშვნაზე ქორწინების საკითხთან დაკავშირებით

Published on

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  უარი განაცხადა  რეფერენდუმის დანიშვნაზე ქორწინების საკითხთან დაკავშირებით – განცხადება ამის შესახებ მან გუშინ გამართულ საგანგებოდ ბრიფინგზე გააკეთა და გადაწყვეტილება ორი არგუმენტით ახსნა: პრეზიდენტი ამბობს, რომ " წარმოდგენილი საკითხის ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან იგი  უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და განსაზღვრულია, რომ  ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას და, "თუკი არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, შესაბამისი კანონი უნდა განიხილოს პარლამენტმა".
 
პრეზიდენტმა ხაზგამით აღნიშნა, აგრეთვე,  რომ სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იყოს  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, თუ რა ვითარებაში შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება 
 
"რეფერენდუმი, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტი, იძლევა საშუალებას, პოლიტიკოსებს გაგვაგონოს ხალხის ხმა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას გულისხმობს რეფერენდუმის კანონი. კანონში კი გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
 
"მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს," – განაცხადა მარგველაშვილმა.  
 
საინიციატივო ჯგუფი კი, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდა, აქციებით იმუქრება და ქვეყნის პირველი პირის რეზიდენციის ბლოკირებასაც არ გამორიცხავს.
 
გიორგი მარგველაშვილი გუშინ ინიციატივის ავტორებთან შეხვედრასაც გეგმავდა, თუმცა ჩანიშნული კონსულტაციები სახელმწიფოს მეთაურმა გააუქმა. ამ გადაწყვეტილებას წინ სწორედ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული მუქარა უძღოდა.
 
პრეზიდენტის უარის შემდეგ პრემიერს კანონი აძლევს უფლებას, მთავრობის სახელით ქვეყნის პირველ პირს რეფერენდუმის დანიშვნა მოსთხოვოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას კვლავ პრეზიდენტი იღებს.
 
 
  
 
 

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......