მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი ამომრჩევლის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების გასააქტიურებლად საარჩევნო კამპანიას იწყებს

პრეზიდენტი ამომრჩევლის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების გასააქტიურებლად საარჩევნო კამპანიას იწყებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის გასააქტიურებლად დღეიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში განაცხადა, ეს კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი, არამედ მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდეს. 
 
”ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილება არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და განმსაზღვრელი არის ამომრჩევლის აქტიურობა. ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია და სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა. ჩვენ გვინდა გამოვიყვანოთ ამომრჩეველი, მან გააკეთოს არჩევანი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, მივიდეს საარჩევნო ყუთთან. რიგები საარჩევნო ყუთებთან არის გარანტია ქართული დემოკრატიის”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მარგველაშვილის შეფასებით, 2016 წლის არჩევნებს ვერანაირად შეადარებ 2012 წლის არჩევნებს. ”ახლა არის თვისობრივად უკეთესი საარჩევნო გარემო. კორცხელთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაწუხებს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ სამართალდარღვევაზე რეაგირება. 2012 წელს კორცხელი იყო ყოველდღე. მუდმივად ხდებოდა მედიის შეზღუდვა, მუდმივად ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, რაც სამწუხაროდ მაშინ პოლიტიკოსებში იყო. მედია დღეს ბევრად უფრო თავისუფალია”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
მისივე თქმით, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მოწოდებული იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად, 2016 წლის არჩევნებში კი ამომრჩეველი ირჩევს ”არა ვიღაცის შესაცვლელად, არამედ ვიღაცის ასარჩევად”. 
 
”ჩვენ ვიყავით გაერთიანებულები ვიღაცის შესაცვლელად. ეს ადეკვატურიც იყო, რადგან საჭირო იყო დიდი ეფექტური გაერთიანება თავისი ლიდერით. წელს აღარ გვაქვს არჩევნები ვიღაცის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც თავის საარჩევნო პოზიციაზე დგას და ეს არ არის ორპოლუსიანი არჩევნები. აქ მარტო ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალები” აღარ ებრძვიან ერთმანეთს. აქ არის ”ქართული ოცნება”, რომელსაც სერიოზული შესაძლებლობები აქვს, აქ არის ”ნაციონალური მოძრაობა”, აქ არიან სხვა პარტიები – ”თავისუფალი დემოკრატები”, ბურჭულაძის პარტია. მოთამაშეები გვაძლევენ საშუალებას ავირჩიო რომელია ჩემთვის მისაღები, შევხედო როგორ ისაუბრებენ კონკრეტულ თემატიკაზე, რას გვეტყვიან საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ჩვენ ვირჩევთ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ – ვიღაცას. ამომრჩეველი პასიურია, სირთულეებია, მაგრამ ეს არის ევროპული პოლიტიკური გარემო”, – აღნიშნა პრეზიდენ

სიახლეები

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის 23 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოზარდს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საჩინოში მსუბუქი ავტომანქანა მე-5 კლასელს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. წყაროს ინფორმაციით,მძღოლმა დაზიანება...

“ქართული ოცნება” 61 – ოპოზიცია 89 მანდატი – ბრიტანული კომპანია SAVANTA-ს გამოკითხვა

ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა სავანტა ჯგუფმა (Savanta Group), "მედიის თავისუფლების ფონდის"...

გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით – ბოტკოველი

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ივანიშვილი პოლიციელებს, ჯარისკაცებს, საპატრულო პოლიციისა სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებს უკანონო დავალებებს აძლევს...