მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერი ,,ქართული ოცნებისათვის'' ხმებს ოქროს ბეჭდებით ყიდულობს?

პრემიერი ,,ქართული ოცნებისათვის” ხმებს ოქროს ბეჭდებით ყიდულობს?

Published on

გრძელდება დისკუსია თემაზე, იყო თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა პრემიერისა და აჭარის პირველი პირის მიერ ახალდაქორწინებულებისათვის ოქროს ბეჭდების ჩუქება  ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე?
 
გუშინ ,,სამართლიანმა  არჩევნებმა ''  ახალდარქოწინებულებისთვის ოქროს ბეჭდების გადაცემის ფაქტი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის მცდელობად შეაფასა და ის კვალიფიკაცია მისცა. და აუდიტის სამსახურისგან  მოკვლევის დაწყება მოითხოვა.
"სამართლიან არჩევნებში" აცხადებენ, რომ 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს – იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ფასიანი საჩუქრების გადაცემა საარჩევნო სუბიექტის ან პარტიასთან ასოცირებული პირის მხრიდან, კანონმდებლობით იკრძალება. ''
 

პასუხად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განმარტავს,   რომ საჩუქრები, რომელიც გადასცეს წყვილს, ხულოს გამგეობამ შეიძინა  ბიუჯეტის თანხით და ეს  საარჩევნო აქტივობა კი არ არის, არამედ  ტრადიციის ნაწილი – ,,,ხულოს გამგეობა ყოველწლიურად გადასცემს ახალდაქორწინებულებს საჩუქრებს", – განაცხადა  ზურაბ პატარაძემ.
 
 ,,სამართლიანი არჩევნები''  აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის საპასუხოდ აცხადებს, რომ კანონმდებლობის მიხედვით მნიშვნელობა არ აქვს ბიუჯეტიდან მოხდა ბეჭდების შეძენა თუ არა – მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ გადაცემის პროცესში პოლიტიკური ფიგურები – მათ შორის პრემიერ მინისტრი მონაწილეობდა.  
 
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის გადაცემის ფაქტს, ამას  ხულოს გამგეობა არ ადასტურებს და აცხადებს, რომ წყვილს მხოლოდ ერთი ბეჭედი გადაეცა .,,სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალური ხელმძღვანელი მადონა ბერიძე კი აცხადებს, რომ ფოტომასალაზე ნათლად ჩანს, რომ პატარძალს, ნათია დეკანაძეს, საჩუქრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ. ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახიც ადასტურებს
 
.ამ ფაქტისადმი ხელისუფლების პოზიცია დღეს მედიასთან საუბარში პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' წევრმა გია ჟორჟოლიანმა გაახმოვანა:  “როგორც მე ვიცი ასეთი ტრადიცია მუნიციპალიტეტს აქვს და პრემიერიც და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც მონაწილეობდნენ ამ ტრადიციებში და ცხადია, რომ მოსყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია.“
ვრცედება ინფორმაცია, რომ ,,სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. ხულოს გამგეობიდან გამოთხოვილია ყველა ფინანსური დოკუმენტაცია , თუმცა ამგვარი განცხადების შემდეგ ალბათობა იმისა, რომ ფაქტს სათანადო შეფასება მიეცემა, ძალზე მცირეა – აცხადებენ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში.
 
 
 
 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...