მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მონურ პირობებში ვმუშაობთ.'' - ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გვირაბში მომუშავე მუშები გაიფიცნენ

,,მონურ პირობებში ვმუშაობთ.” – ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გვირაბში მომუშავე მუშები გაიფიცნენ

Published on

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომაპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მსენებლობაზე დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა.
. გაფიცვა უშუალოდ მოჰყვა კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომლის უმიზეზოდ დათხოვნას, თუმცა მუშებს  დიდი ხანია აქვთ სხვა პრეტენზიებიც – ისინი  ჩინური კომპანიისგან ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, გაუმართავი სამუშაო ტექნიკის გამო ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ზომები.
 ,,ასამდე ადამიანი მონურ პირობებში ვმუშაობთ. ხმის ამოღების უფლებაც არა გვაქვს. პრეტენზია რომ გამოვთქვათ სამსახურიდან დათხოვნით გვემუქრებიან. გუშინ რაღაც ვუთხარი ჩინელ უფროსს, არ მოეწონა და არმატურით მომდევდა. იქნებ, ვინმე მოგვეშველოს და დაინტერესდეს რა პირობებში გვიწევს მუშაობა. საშინელი მტვერი და აუტანელი სიცხე არის ჩვენი ყოველდღიურობა'' – ამბობს   მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მედიასთან საუბარში. .
გაფიცულები აცხადებენ, რომ  თუ გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ  მდგომარეობა არ შეიცვალა, გაფიცვა გაგრძელდება.

ვითარების შესწავლას აპირებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.  ჩინურ კომპანიაში კი კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, ხარაგაულში, კერძოდ, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალ  სარკინიგზო მაგისტრალზე  ჩინური კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”  გვირაბს აშენებს
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...