მთავარისიახლეებისაზოგადოებამიკროავტობუსი, რომელსაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები გადაჰყავდა, ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა

მიკროავტობუსი, რომელსაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები გადაჰყავდა, ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა

Published on

 მიკროავტობუსი, რომელსაც ამბროლაურში ,,ქართული ოცნების''  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე ლენტეხიდან მხარდამჭერები გადაჰყავდა, ქუჩაში მყოფ მოქალაქეებს დაეჯახა. არიან დაშავებულები, მათი ნაწილი ცაგერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სოფელ ალპანის რწმუნებული კი, რომელიც სხვაზე მძიმედ დაშავადა  ამ ინციდენტის დროს ქუთაისშია  გადაყვანილი. 
ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ,,ქართულ ოცნებაში'' ავტოსაგზაო შემთხვევას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაშავებულები პარტიის მხარდამჭერები არიან, თუმცა არც ერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა მუხრუჭი ვერ დაიმორჩილა. მომხდართან დაკავშირებით საქმე 276 მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...